უზეირ ჰაჯიბეკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უზეირ ჰაჯიბეკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი — ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური ღონისძიება (ფესტივალი), რომელიც ტარდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა 2009 წელს და პირველი ფესტივალი ჩატარდა 2009 წლის სექტემბერში, აღნიშნული ფესტივალი მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. მუსიკალური ღონისძიებები ტარდება აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში, ხოლო ძირითადი ცერემონიები ბაქოში ტარდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლიდან აზერბაიჯანში 18 სექტემბერს (უზეირ ჰაჯიბეკოვის დაბადების დღე) აღინიშნა, როგორც ეროვნული მუსიკის დღე. უზეირ ჰაჯიბეკოვი იყო აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1938 წელი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945 წელი). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი. ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა (1945 წელი), სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. სწორედ 2009 წლიდან გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მიეძღვნებოდა ცნობილ აზერბაიჯანელ კომპოზიტორ უზეირ ჰაჯიბეკოვის შემოქმედებას [1].

მუსიკალური ფესტივალი ჩვეულებრივ 10 დღეს გრძელდება. ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზში, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, მუღამის საერთაშორისო ცენტრში, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური მუსიკის თეატრში, ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სასახლეში და ასევე აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში.

სხვა ქვეყნების მუსიკოსები მონაწილეობენ ფესტივალზე აზერბაიჯანელ მუსიკოსებთან ერთად. კონცერტების გარდა, ტარდება სპექტაკლები უზეირ ჰაჯიბეკოვის კომპოზიციების საფუძველზე და სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც ჰაჯიბეკოვის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესასწავლად არის მოწოდებული. ფესტივალის ორგანიზატორები არიან კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და ჰეიდარ ალიევის ფონდი [2].

XI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა 2019 წლის 18–დან 30 სექტემბრამდე . დაგეგმილი იყო მონაწილეობა ფესტივალში ცნობილი ჯგუფების, შემსრულებლებისა და მუსიკოსების მიერ აშშ-დან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, უზბეკეთიდან, ბელარუსიიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან [3].

აღნიშნული ფესტივალის საღამოებზე ძირითადად უზეირ ჰაჯიბეკოვის კომპოზიციებთან ერთად სრულდება მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ნამუშევრები ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსების შესრულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijan celebrates Music Day by opening Uzeyir Hajibeyli Festival | Vestnik Kavkaza en-EN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-30. ციტირების თარიღი: 2019-09-30
  2. „В Баку пройдет III Международный музыкальный фестиваль Узеира Гаджибейли“. TREND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-01.
  3. ПРОГРАММА XI Международного музыкального фестиваля Узеира Гаджибейли — АФИШИ. Новая Эпоха. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-08. ციტირების თარიღი: 2019-09-22.