შინაარსზე გადასვლა

მუღამის საერთაშორისო ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუღამის საერთაშორისო ცენტრი
აზერ. Beynəlxalq Muğam Mərkəzi
მდებარეობა ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი ვაჰიდ გასიმოღლე ტანსუ, ჰანილდინ უიაკ ეტირნე ახმედი
სტილი არქიტექტურული მოდერნიზმი
დაწყების თარიღი 6 აპრილი 2005
დასრულების თარიღი 2008
გახსნის თარიღი 29 დეკემბერი 2008

მუღამის საერთაშორისო ცენტრი (აზერ. Beynəlxalq Muğam Mərkəzi) — მუღამის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ბაქოში, ზღვის ბულვარზე, შეიქმნა 2005 წლის 6 აპრილის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულების შესაბამისად.[1][2] იმავე წლის აგვისტოში არქიტექტორებმა — ვაჰიდ გასიმოღლუ ტანსუს და ხანიდინ უიაკ ეთერნე აჰმედმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, იუნესკოს კეთილი ნების ელჩმა მეჰრიბან ალიევმა და იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კოიტირო მაცურამ, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჩადეს პირველი ქვა კომპლექსის საძირკველში.

შექმნის წინაპირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუღამი აზერბაიჯანული მუსიკის ერთ-ერთ უმთავრეს ჟანრს წარმოადგენს. 2005 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტის, მეჰრიბან ალიევას ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება «მრგვალი მაგიდის» შეკრების შესახებ მუღამის თვალსაჩინო მოღვაწეების მონაწილეობით. განხილვის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბაქოში მუღამების საერთაშორისო ცენტრის შექმნის აუცილებლობის თაობაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2005 წლის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა მუღამის საერთაშორისო ცენტრის შექმნა.[3]

კომპლექსის გახსნა მოხდა 2008 წლის 27 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით. ცენტრის საერთო ფართობი შეადგენს 7500 კვ.მ. კომპლექსში შედის საკონცერტო სალონი 350 კაცზე, ხმისჩამწერი სტუდია, სარეპეტიციო დარბაზი. ფოიეში განლაგებულია მუღამის ცნობილი შემსრულებლების ბიუსტები, ასევე აქვე განლაგებულია მუსიკალური ინსტრუმენტების მდიდარი კოლექცია.[4]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Наиля Баннаева. В этом городе ярких огней… 28.02.2011
  2. Е. Малахова. Баку не сразу строился… // «Зеркало». — 6.03.2010. — № 42. — გ. 20-21.
  3. Международный центр мугама.
  4. Вхождение мугама в список шедевров устного и нематериального культурного наследия человечества ЮНЕСКО в 2008 году. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-22. ციტირების თარიღი: 2018-03-01