უზბეკეთის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალები უზბეკეთში

უზბეკეთის კულტურა შედგება ფართო და შერეული ეთნიკური ჯგუფებისგან და კულტურისგან, სადაც უზბეკები წარმოადგენენ უმრავლესობას. 1995 წელს, უზბეკეთის მოსახლეობის დაახლოებით 71% უზბეკები წარმოადგენდნენ. მთავარი უმცირესობათა ჯგუფები არიან: რუსები (8.4%), ტაჯიკები (ოფიციალურად 5%, მაგრამ გაცილებით უფრო მაღალია), ყაზახები (4.1%), თათრები (2,4%), ყარაკალპაკები (2.1%) და სხვა ეროვნულ უმცირესობები, მათ შორის სომხები და ქორიო-სარამები. თუმცა, ცნობილია რომ, უზბეკეთის არაძირძველი ხალხების რიცხვი მცირდება, მაგალითად, როგორც რუსები, რომლებიც ნელ-ნელა ტოვებენ ქვეყანას, ხოლო უზბეკები ბრუნდებიან უზბეკეთში დანარჩენ ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებიდან.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის 5 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ესენია:

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთი ბუხარაში, უზბეკეთი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რელიგია უზბეკეთში.

როდესაც უზბეკეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ფართოდ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი გავრცელდება მთელს რეგიონში. მოსაზრება იყო, რომ ისლამური ქვეყანა, რომელიც დიდი ხანი უარყოფდა რელიგიურ პრაქტიკას, ძალიან სწრაფად გადავიდოდა მისი დომინანტური რწმენის ღია გამოხატულებაზე. 1994 წელს, უზბეკების დაახლოებით ნახევარი აცხადებდა, რომ მიეკუთვნება ისლამს, ხოლო ოფიციალური კვლევის მეშვეობით გაირკვა, რომ ცოტა ვინმე იცოდა რელიგიაზე ან როგორ გამოეყენა იგი პრაქტიკაში. თუმცა, ისლამი რეგიონში მუდმივად იზრდება.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : განათლება უზბეკეთში.

უზბეკეთს აქვს განათლების მაღალი მაჩვენებელი, 15 წლის ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 98% შეუძლია წაიკითხოს და დაწეროს. თუმცა, 15 წლამდე მოსახლეობის მხოლოდ 76% იღებს განათლებას, ასევე შეიძლება ეს მაჩვენებელი მომავალში შემცირდეს. აგრეთვე, უზბეკეთს შეექმნა მძიმე საბიუჯეტო დეფიციტი განათლების პროგრამაში. 1992 წლის განათლების კანონმა წამოიწყო თეორიული რეფორმის პროცესი, მაგრამ ფიზიკური ბაზა გაუარესდა და სასწავლო პროგრამების გადასინჯვის ტემპი შენელდა.

ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკები აღნიშნავენ ახალი წლის დღესასწაულს, რომელსაც უზბეკურად ეწოდება Yangi Yil. ისინი ამშვენებენ ნაძვის ხეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღნიშნავენ შობას, და ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. სადილის დროს, ისინი მღერიან და უსმენენ ტრადიციულ უზბეკურ მუსიკას და სადილის შემდეგ, კაცი ჩაცმული სანტას ფორმაში, აგრძელებს დღესასწაულის გართობას. შუაღამისას, ნაძვის ხესთან მღერიან უზბეკეთის ეროვნულ ჰიმნს და აგრძელებენ ზეიმს.[1]

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : უზბეკური სამზარეულო.
ფილავი, უზბეკეთის ეროვნული კერძი.
Tandir Kabob - ცხვარი მომზადებული თონეში.

უზბეკურ სამზარეულოზე გავლენას ახდენს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა, როგორც უმუტეს ერებზეც. უზბეკეთში დიდად გავრცელებულია მემარცვლეობა, ასე რომ, პურსა და ლაფშას უზბეკურ სამზარეულოში დიდი მნიშვნელობა გააჩნია, აგრეთვე უზბეკურ სამზარეულოს ახასიათებენ, როგორც “ლაფშით მდიდარი“. ცხვრის ხორცი პოპულარული ხორცის სახეობაა, იმის გამო, რომ ქვეყანა გამოირჩევა ცხვრის სიჭარბით, ხოლო მისი ხორცი გამოიყენება სხვადასხვა უზბეკურ კერძებში.

უზბეკეთის დამახასიათებელი კერძია ფალოვი (ფლოვი ან ოში), როგორც წესი, მზადდება ბრინჯისგან, ხორცის ნაჭრებისგან, გახეხილი სტაფილოსგან და ხახვისგან. Oshi Nahor ან დილის ფლოვი, მიეწოდება გამთენიისას (6-დან 9 საათამდე) ბევრი სტუმრის შეკრებისას, რომელიც არის, როგორც წესი და ნაწილი მიმდინარე საქორწილო დღესასწაულის. სხვა აღსანიშნავი ეროვნული კერძები მოიცავს: შურპა (შურვა ან შორვა), წვნიანი, რომელიც მზადდება დიდი ნაჭრის ცხიმიანი ხორცისგან (როგორც წესი, ცხვრის ხორცისგან) და ბოსტნეულისგან; ნარინი და ლაღმანი, ლაფშაზე დაფუძნებული კერძები, რომელიც შეიძლება იყოს სუპი ან ძირითადი კერძი; მანთი, ჩუჩვარა და სომსა, ფარშირებული ცომი, რომელიც ასრულებს ჩვეულებრივი საჭმლის ან მთავარი კერძის როლს, დიმლამა (დაბეგვილი ხორცი და ბოსტნეული) და სხვადასხვა ქაბაბი, როგორც წესი, ასრულებს ძირითადი კერძის როლს.

მწვანე ჩაი არის ეროვნული ცხელი სასმელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სვამენ; ჩაის სახლს (ჩაიხანა) გააჩნია კულტურული მნიშვნელობა. ჩვეულებრივი შავი ჩაი სასურველი სასმელია ტაშკენტში, როგორც წესი, მწვანე და შავ ჩაის სვამენ რძის და შაქრის გარეშე. საჭმელს ყოველთვის თან ახლავს ჩაი, მაგრამ, ეს ასევე არის სტუმართმოყვარეობის სასმელი, ყველა სტუმარს ავტომატურად სთავაზობენ მწვანე ან შავ ჩაის. აირანი, გაცივებული იოგურტი სასმელია, პოპულარულია ზაფხულში, მაგრამ არ ცვლის ცხელ ჩაის.

ალკოჰოლის გამოყენება ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე დასავლეთში, მაგრამ ღვინო შედარებით პოპულარულია მუსლიმ ერში, დიდწილად იმიტომ, რომ უზბეკეთი სეკულარული სახელმწიფოა. უზბეკეთში არსებობს 14 ღვინის ქარხანა, უძველესი და ყველაზე ცნობილი ქარხანაა „ხარენკოს მეღვინეობა“, რომელიც მდებარეობს სამარყანდში (1927). სამარყანდის ქარხანა აწარმოებს ღვინოს სადესერტო სპექტრს, ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით: გულიაქანდოზი, შირინი, ალეატიკო და კაბერნე-შკალა (სიტყვასიტყვით კაბერნეს-სადესერტო ღვინო, რუსულ ენაზე). უზბეკურმა ღვინომ მიიღო საერთაშორისო ჯილდოები და გადის ექსპორტზე რუსეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.

ბუხრანელი ებრაელების და უზბეკების სადესერტო სამზარეულოს არჩევანი შეზღუდულია. ტიპური სადღესასწაულო სუფრა მთავრდება ხილით ან კომპოტით, რომელიც დამზადებულია ახალი ან ხმელი ხილით, რასაც მოყვება კაკალი და ჰალვა, მწვანე ჩაით. ბუხრანელი ებრაელები სპეციალურად სტუმრებისთვის, Shabbat დღის მეორე ნახევარში სთავაზობენ Chai Kaymoki-ის — მწვანე ჩაი შერეული, სტანდარტული უზბეკურისგან განხსვავებით, რძის (1:1 პროპორციით) გულუხვი ზომით და კოვზი კარაქით. ჩაიში ზოგჯერ ურევენ დაჭრილ ნუშს ან ნიგოზს.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სპორტი უზბეკეთში.
ჯამოლოდინ აბდუჯაფაროვი არის ყველაზე ცნობილი ველომრბოლელი უზბეკეთში, გაიმარჯვა სამჯერ ტურ დე ფრანსის კონკურსში. არის მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი ველომრბოლელი.

უზბეკეთი, ყოფილი ველომრბოლელი ჯამოლოდინ აბდუჯაფაროვის სამშობლოა. აბდუჯაფაროვმა სამჯერ მოიგო რაოდენობა ტურ დე ფრანსის კონკურსი, ყოველჯერზე გამარჯვებულის ნანატრი მწვანე მაისურით. მწვანე ტრიკოტაჟი მხოლოდ ყვითელ მაისურს უთმობს.

არტურ ტაიმაზოვმა მოაგებინა უზბეკეთს პირველი მედალი ჭიდაობაში 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე ორი ოქროს მედალი მოიპოვა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მამაკაცის 120 კგ კატეგორიაში.

რუსლან ჩაგაევი არის პროფესიონალი მოკრივე, რომელიც წარმოადგენს უზბეკეთს მსოფლიოს კრივის ასოციაციაზე.[2] მან მოიგო WBO ჩემპიონობა 2007 წელს, მას შემდეგ, რაც დაამარცხა რუსი ნიკოლაი ვალუევი. ჩაგაევმა ორჯერ დაიცვა თავისი ტიტული სანამ არ წააგებდა ვლადიმერ კლიჩკოსთან, 2009 წელს.[3]

უზბეკეთი საერთაშორისო ყურაშის ასოციაციის სახლია. ყურაში არის ინტერნაციონალიზაცია და მოდერნიზებული სახე, ტრადიციული უზბეკური საბრძოლო ხელოვნების გიულეშის.

ფეხბურთი უზბეკეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. უზბეკეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგას ეწოდება „უზბეკეთის უმაღლესი ლიგა“, რომელიც შედგება 16 გუნდისგან.

უზბეკეთში სპორტის სხვა პოპულარული სახეობები მოიცავს: რაგბის, ხელბურთს, ბეისბოლს, ყინულის ჰოკეის, კალათბურთსა და ფუტსალს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]