ქაბაბი

ქაბაბი (სპარს. کباب ქაბაბ) – ძროხის ან ცხვრის ხორცისაგან დამზადებული კერძი.
მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვალაგოთ ორცხობილაში და შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება, ცოტა წყალი დავასხათ და ვადუღოთ რამდენიმე წუთს.
მასალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხორცი - 1 კილო
- ხახვი - 4 თავი
- ერბო - 3 სუფრის კოვზი
- შინდის ჩურჩა - 0.5 ჩაის ჭიქა
- კვერცხი - 2 ცალი
- დანაყილი ორცხობილა - 3 სუფრის კოვზი
- მარილი - გემოვნებით
- პილპილი - გემოვნებით