ჰალვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალვის ნაირსახეობა სტამბოლის ქუჩაში

ჰალვა (სპარს. حلوا — „ტკბილეულობა“) — საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც ამზადებენ მოხალული და გახეხილი ზეთისხილისებრთა თესლებისა და მაქაფებელ ნივთიერებასთან ერთად ათქვეფილი კარამელის მასისაგან. ზეთისხილისებრთა თესლის სახეობის მიხედვით განასხვავებენ ტაქინის (ძირითადი კომპონენტია შირბახტის თესლები), არაქისის, მზესუმზირას, სოიის, ნიგვზისა და კომბინირებულ ჰალვას. ზოგჯერ ჰალვას უმატებენ ვანილს, კაკაოს ფხვნილს, ქიშმიშს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]