რელიგია უზბეკეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რელიგია უზბეკეთში [1]
რელიგია პროცენტი
ისლამი
  
88%
მართლმადიდებელი
  
9%
სხვა
  
3%

ისლამი წარმოადგენს უზბეკეთის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიას, 2009 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 96.3% მუსლიმია.[2]

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურლენგის ძეგლის სურათი უზბეკეთის ვალუტაზე.

მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტები არიან, ასევე შიიტი მუსლიმებიც არიან. ისლამი, უზბეკების წინაპრებმა, VIII საუკუნეში მიიღეს, როდესაც არაბებმა ცენტრალურ აზიაში შევიდნენ. ისლამმა, თავდაპირველად დაიკავა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი — თურქესტანი, ხოლო შემდგომ, თანდათან გავრცელდა ჩრდილოეთისკენ.[3] XIV საუკუნეში, თემურლენგმა ააშენა მრავალი რელიგიური ნაგებობა, მათ შორის ბიბი-ხანიმის მეჩეთიც. მან ასევე ააშენა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, აჰმედ იასავის საფლავზე, რომელიც იყო გავლენიანი თურქი სუფი წმინდანი, რომელმაც გაავრცელა სუფიური ისლამი მომთაბარე ტომებს შორის. ისლამი გავრცელდა უზბეკებს შორის, როდესაც უზბეგ ჰანმა მიიღო ისლამი. ისლამი მიიღო იბნ აბდულ ჰამიდმაც, რომელიც ბუხარანის საიდი და შეიხი იყო, უზბეკებმა ასევე ხელი შეუწყეს ისლამის გავრცელებას ოქროს ურდოშიც და მისიონერული წესით გაფართოეს ისლამი მთელ ცენტრალურ აზიაში. საბოლოოდ, ისლამმა დაეხმარა ხანს აღმოფხვრას ინტერფრაქციული ბრძოლები ურდოს შიგნით და დაასტაბილუროს სახელმწიფო დაწესებულებები.

საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვმა მნიშვნელოვნად დაამახინჯა ისლამის გაგება უზბეკეთის მოსახლეობის შორის და შექმნა კონკურენტული ისლამური იდეოლოგიები შუა აზიის მოსახლეობას შორის. მთავრობა აფინანსებდა ოფიციალურ ანტირელიგიურ კამპანიებს და ახშობდა ნებისმიერ მინიშნებას ისლამურ მოძრაობასთან ან ქსელთან, რომელიც ფუნქციონირებდა სახელმწიფოს კონტროლის გარეთ. ამის გარდა, ბევრი მუსლიმი ინტენსიური რუსიფიკაციის მსხვერპლი გახდა. დაიხურა ბევრი მეჩეთი და სტალინის მმართველობის დროს, ბევრი მუსლიმი მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი გახდა. უზბეკეთში, საბჭოთა ხელისუფლების ბოლომ არ მოუტანა ისლამური ფუნდამენტალიზმის აყვავება, როგორც ამას ბევრი წინასწარმეტყველებდა, არამედ მოხდა ეტაპობრივი გადასვლა რწმენაზე. ამჟამად, Pew Research Center ანგარიშის თანახმად, უზბეკეთის მოსახლეობის 96.3% მუსლიმია.[4]

ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთში ქრისტიანები ძირითადად ეთნიკურად რუსები არიან, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. ასევე, კათოლიკეებიც ცხოვრობენ, ძირითადად ეთნიკური პოლონელები.

ზოროასტრიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი, უზბეკეთის პრე-ისლამური ზოროასტრიზმი დღემდეც არსებობს და 7,400 ადამიანი უზბეკეთში მას მოსდევს.[5]

იუდაიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელების რიცხვი უზბეკეთში შეადგენს 5000, 2007 წლის მონაცემებით, რომელიც მთელი მოსახლეობის 0.2% წარმოადგენს.[6] უზბეკეთში, მხოლოდ მცირე რიცხვით ბუხრანელი ებრაელები დარჩნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Middle East :: UZBEKISTAN. CIA The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-09. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  2. MAPPING THE GLOBAL MUSLIM POPULATION, Page 17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  3. Atabaki, Touraj. Central Asia and the Caucasus: transnationalism and diaspora, pg. 24
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  5. [1]
  6. AMERICAN JEWISH YEAR BOOK, 2007, Page 592. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2016-11-08.