შინაარსზე გადასვლა

ჟორჟ დიუმეზილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟორჟ დიუმეზილი
ფრანგ. Georges Dumézil
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1898(1898-03-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი პარიზის XII ოლქი[9]
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1986(1986-10-11)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] (88 წლის)
გარდ. ადგილი პარიზის V რაიონი[9]
დასაფლავებულია Nuits-Saint-Georges[10]
მოქალაქეობა  საფრანგეთი[1]
საქმიანობა ენათმეცნიერი[11] , historian of religion, ანთროპოლოგი, სამხედრო პირი და religious studies scholar[11]
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[12] , უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა, უფსალის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი და პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Madeleine Legrand
მამა Jean Dumézil
შვილ(ებ)ი Perrine Dumézil-Curien[13] და Claude Dumézil
ნათესავ(ებ)ი Hubert Curien და Bruno Dumézil
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, საბრძოლო ჯვარი 1914–1918, აკადემიური პალმის ორდენის კომანდორი, ჩინო დელ დუკას პრემია[14] , უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
ხელმოწერა

ჟორჟ დიუმეზილი (ფრანგ. Georges Dumézil) (4 მარტი, 1898, პარიზი, — 11 ოქტომბერი, 1986, იქვე) — ფრანგი ფილოლოგი, ენათმეცნიერი და რელიგიათმცოდნე. იყო რელიგიის ისტორიის, ეპოსისა და შედარებითი მითოლოგიის აღიარებული სპეციალისტი.

დაიბადა საფრანგეთის არმიის გენერლის ოჯახში. თავადაც ჯარში მსახურობდა პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს და მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დასაწყისში. განათლება მიიღო პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლაში, იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შედარებითი რელიგიათმცოდნეობის საკითხზე 1924 წელს. 1920 წლიდან მუშაობდა პარიზისა და უცხოეთის სხვადასხვა სასწავლებელში, მ. შ. იყო სტამბოლის უნივერსიტეტის რელიგიის ისტორიის პროფესორი (1925-1931), უფსალის უნივერსიტეტის ფრანგულ ენის პროფესორი (1931-1935), პარიზის უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლის (École pratique des hautes études) შედარებითი რელიგიათმცოდნეობის დეპარტამენტის დირექტორი (1935-1968), კოლეჟ დე ფრანსის ინდო-ევროპული ცივილიზაციების კათედრის გამგე (1949-1968).

დუმეზილი ცნობილი იყო თავისი „ტრიფუნქციური ჰიპოთეზით“ პროტო-ინდო-ევროპული საზოგადოების და მითოლოგიის განვითარების შესახებ. მის კვლევებს უდიდესი გავლენა ჰქონდა შედარებით მითოლოგიასა და ინდოევროპეისტიკის სფეროზე. ფლობდა რამდენიმე ათეულ ენას.

ავტორია მონოგრაფიებისა: „შედარებითი ნარკვევები ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენათა შესახებ; მორფოლოგია“ (1932), „შედარებითი ძიებანი კავკასიური ზმნის შესახებ“ [(1933), გაანალიზებულია ჩრდილო-კავკასიურ ენათა ზმნის ზოგიერთი მორფოლოგიური კატეგორია]; „უბიხური ზმნა“ (1975). ცნობილია დიუმეზილის გამოკვლევები აფხაზური, ადიღეური და უბიხური ენების შესახებ. გამოსცა აფხაზური, ადიღეური, უბიხური და ზანური ფოლკლორული ტექსტები. აქვს აგრეთვე გამოკვლევა კავკასიის ალბანელთა შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  3. 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  4. 1 2 AlKindi
  5. 1 2 Babelio — 2007.
  6. ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 1 2 La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  8. 1 2 Munzinger Personen
  9. 1 2 3 4 Fichier des personnes décédées
  10. ↑ https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article6013
  11. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118672681 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  12. ↑ კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  13. ↑ https://prosopo.ephe.fr/georges-dum%C3%A9zil
  14. ↑ http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial