ვამპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვამპირი (ცხოველი).

ვამპირებიმითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურასა და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან.

ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული[1] ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებსა და ობობებზე.

თანამედროვე სამყაროში ვამპირიი, ისევე, როგორც ადრე, ითვლება გამოგონილ არსებად, თუმცა არსებობს მტკიცე რწმენა ისეთი არსებების, როგორიც არის ჩუპაკაბრა. ხალხურ თქმულებებში ვამპირი ხშირად აღწერილია, როგორც გარდაცვლილი ადამიანის მდგომარეობას სიკვდილის შემდგომ, როდესაც იგი უარს ამბობდა სიცოცხლის დასრულებაზე. პორფირიას სახელი უკავშირდება 1985 წელს აგორებულ ვამპირულ ლეგენდებს, თუმცა მას შემდეგ მრავალმა მისი კავშირი ეჭვქვეშ დააყენა.[2][3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Silver, A., & Ursini, J. (1997). The Vampire Film: From Nosferatu to Interview with the Vampire (pp. 22–23). New York: Limelight Editions.
  2. "Dear Cecil" column from straightdope.com
  3. Lane, Nick. “Born to the Purple: the Story of Porphyria“. (en)