ტაჯიკური კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაჯიკური კულტურა — რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში განვითარებული კულტურა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. ტაჯიკეთი კულტურის თვალსაზრისით მჭიდროდაა დაკავშირებული უზბეკეთთან, ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ცნობილია შუა საუკუნეების ბევრი ტაჯიკი მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი, რომლებიც ირანულ კულტურულ სამყაროსთან ასოცირდება (ომარ ხაიამი, იბნ სინა და სხვა). საბჭოთა ეპოქაში რეგიონის ეთნოკულტურული თავისებურებების გაუთვალისწინებლად ეროვნულ რესპუბლიკებს შორის საზღვრების ხელოვნურმა დაწესებამ ეს ერთიანობა დაარღვია. ამ ეპოქიდან ცნობილია ტაჯიკური თეატრი და რამდენიმე ნოველისტი მწერალი.

ტაჯიკური კულტურა შეიძლება დაიყოს ორ სფეროდ, დედაქალაქის და მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის (მაღალმთიანი). თანამედროვე ქალაქის ცენტრები მოიცავს დუშანბეს (დედაქალაქი), ხოჯენდის, კულობის და ფანჯაკენტის.

ოჯახი ზეიმობს ეიდს ტაჯიკეთში.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოროასტრიზმი შემოიღეს ირანის იმპერატორებმა, როგორც სახელმწიფო რელიგია და მას მისდევდნენ შუა აზიაშიც. საბოლოოდ, მიმდევართა რაოდენობა შემცირდა არაბთა დაპყრობების შემდეგ. ტაჯიკეთში ყველაზე დიდი დღესასწაული, რომელიც წინაისლამური პერიოდიდან მომდინარეობს, არის ნოვრუზი, რაც ნიშნავს „ახალ დღეს“. ის იმართება 21 ან 22 მარტს, როდესაც მიწის დამუშავება იწყება. ნოვრუზის დროს ბევრი ოჯახი სტუმრობს ნათესავებს, ყრის ძველ ნივთებს, ალაგებს სახლს და თამაშობს საველე თამაშებს. ასევე მიირთმევენ სპეციალურ კერძებს. ისლამამდე არსებული ტაჯიკური ტრადიციებია: ცეცხლზე გადახტომა, ცეცხლის გარშემო ცეკვა და ცეცხლთან „ეშმაკების“ წინააღმდეგ ბრძოლა.

ტაჯიკეთის მთავრობამ ზოგიერთი რელიგიური რწმენის მიმართ შეუწყნარებლობა გამოავლინა, მაგალითად, იეჰოვას მოწმეების მიმართ და დაანგრია რელიგიური შენობები. [1]

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკური დღესასწაული.

ტაჯიკურ სამზარეულოს ბევრი რამ აქვს საერთო უზბეკურ, ავღანურ, რუსულ და ირანულ სამზარეულოებთან. იგი ცნობილია ისეთი კერძებით, როგორიცაა კაბული პულაო, ქაბილი პალაუ და სამანუ. ეროვნული საკვები და სასმელი არის ფლავი და მწვანე ჩაი.


ტაჯიკეთის ტრადიციული კერძები ხმელი ხილის, კაკლისა და ჰალვას მცირე ზომის კერძებით იწყება, რასაც მოჰყვება წვნიანი და ხორცი და მთავრდება ფლავით. ჩაი თან ახლავს ყველა კერძს და მას ხშირად მიირთმევენ საჭმელს შორის და მიიჩნევა სტუმართმოყვარეობის ჟესტად. მას სუფრასთან ჩინური ფაიფურის ქოთნით მიართმევენ სტუმრებს. უმატებენ შაქარს და პიოლებით მიირთმევენ. პიოლა ეს პატარა, უყურო ფინჯანია, რომელსაც ლამბაქი არ აქვს. ჩაის საყოველთაო პოპულარობის გამო, ყველაზე ხშირად ტაჯიკები ჩაიხანაში ანუ საჩაიეში იკრიბებიან. ეს უკანასკნელი დასავლური ტიპის ყავის სახლს, ანუ კაფეს წააგავს.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის მთები გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას გარე სპორტისთვის, მაგალითად, გორაზე ასვლა, მთის ველოსიპედები, კლდეზე ცოცვა, თხილამურები, სნოუბორდი, ლაშქრობა და ალპინიზმი.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის კინოინდუსტრია 1929 წლიდან იწყება. პირველმა ოფიციალურმა კინოსტუდიამ, სახელწოდებით ტაჯიკინო (მოგვიანებით დაერქვა ტაჯიკ ფილმი ), ფუნქციონირება დაიწყო 1930 წელს. 1935 წელს ტაჯიკინომ დაიწყო ხმოვანი ფილმების წარმოება. [2] ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ 1970-80 წლები ტაჯიკფილმის ოქროს ხანაა. მთავრობის მიერ სუბსიდირებულმა სტუდიამ შეძლო ყოველწლიურად, დაახლოებით, ექვსი მხატვრული ფილმის წარმოება. [3]

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის (1992–1997) შემდეგ, ტაჯიკურმა კინემატოგრაფიამ დაღმასვლა დაიწყო. სტუდია ძირითადად მცირე უცხოური შეკვეთების მიღებით გადარჩა [2] და მხოლოდ რამდენიმე ფილმი შექმნა. [4]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ტაჯიკური მუსიკა მჭიდრო კავშირშია ცენტრალური აზიის სხვა მუსიკალურ ფორმებთან. მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის მაცხოვრებელ პამირებს აქვთ საკუთარი მკაფიო მუსიკალური სტილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკური ლიტერატურის ტრადიციული ცენტრები იყო სამარყანდი და ბუხარა, თუმცა ეს ქალაქები ახლა უზბეკეთშია. უახლესი ისტორიის განმავლობაში, ტაჯიკური ლიტერატურა ძირითადად სოციალ-რეალისტური იყო. ტაჯიკური ენის სტანდარტიზაციამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩამოაყალიბა ტაჯიკური ლიტერატურაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forum 18 (2007), News Service, http://www.forum18.org/Archive.php?article_id=1036. წაკითხვის თარიღი: 2007-10-19
  2. 2.0 2.1 Wikipedia, Russian, Таджикфильм
  3. Centralasiaonline.com
  4. Энциклопедия отечественного кино. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-21. ციტირების თარიღი: 2020-11-09.