ფანჯაკენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ფანჯაკენტი
ტაჯ. Панҷакент
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
კოორდინატები 39°30′11″ ჩ. გ. 67°36′54″ ა. გ. / 39.50306° ჩ. გ. 67.61500° ა. გ. / 39.50306; 67.61500
ცენტრის სიმაღლე 996±1 მეტრი
მოსახლეობა 33 000 (2000)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
საფოსტო ინდექსი 735500
ფანჯაკენტი — ტაჯიკეთი
ფანჯაკენტი

ფანჯაკენტი (ტაჯ. Панҷакент) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი ტაჯიკეთში. სოღდის ოლქის ფანჯაკენტის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ამასთანავე ფანჯაკენტი არის ერთადერთი ქალაქის სტატუსის მქონე დასახლება რაიონში. ფანჯაკენტი მდებარეობს ხუჯანდიდან სამხრეთ-დასავლეთით 270 კმ-ში, დუშანბედან ჩრდილო-დასავლეთიდან 240 კმ-ში და სამარყანდიდან აღმოსავლეთით 48 კმ-ში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარე ზარაფშანის ხეობაში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ქალაქი მდიდარია თავისი ღირსშესანიშნაობებით, არქიტექტურული ძეგლებითა და მდინარე ზარაფშანის ნაპირებზე მდებარე დასასვენებელი ზონებით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 1 იანვრის შეფასებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 41 200 კაცს[1]. ქალაქის მოსახლეობის ძირიდად ნაწილს შეადგენენ ტაჯიკები და უზბეკები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ქალაქის ცენტრიდან ახლოს, მდინარის მარცხენა ნაპირზე მეორე დონის ტერასაზე მდებარეობს ახ. წ. V-VIII საუკუნეების ნაქალაქარი. უკვე 60 წელია შესვენებების გარეშე მიმდინარეობს ქალაქის არქეოლოგიური გათხრები. 1978 წლიდან 2008 წლამდე ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ბორის მარშაკი. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სოღდიანური მდიდარი ქალაქის სტრუქტურა, რომელიც ადრე შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. აღმოჩენილია სოღდიანელი ხელოსნების არაჩვეულებრივი კედლის მხატვრობის ნიმუშები.

ფანჯაკენტის დასავლეთით მდებარეობს უდიდესი დასახლება სარაზმი, რომელიც დასახლებული იყო ძვ. წ. III-II ათასწლეულებში და რომელსაც ჰქონდა მჭიდრო კავშირი ახლო აღმოსავლეთის ადრეულ ცივილიზაციებთან. სარაზმში აღმოჩენილი ნანგრევები მეტყველებენ იმაზე, რომ ეს ნაქალაქარი იყო სოღდის ხალხისა და აზიის კულტურის ცენტრი.

VII-VIII საუკუნეებში ფანჯაკენტის ცნობილი მმართველები იყვნენ თურქი ჩექინ ჩურ ბილგე და დივაშტიჩი[2]. ფანჯიკენტში აღმოჩენილია წერილის ფრაგმენტი, რომელშიც მოხსენიებულია თურქული სახელი თურქაში[3].

XII-XIV საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი მუჰამედ ბაშოროს მავზოლეუმი მდებარეობს ქალაქიდან 37 კმ-ის მანძილზე, ზარაფშანის ქედის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში. მუჰამად ბაშოროს მავზოლეუმი ტაჯიკეთის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ცნობილი ძეგლია.

ფანჯაკენტიდან აღმოსავლეთით 60 კილომეტრში ზარაფშანის ხეობაში პამირო-ალაის მთათა სისტემის მაღალ მტაზე მდებარეობს მცირე დასახლება ფანჯრუდი. ეს არის ტაჯიკურ-სპარსული ლიტერატურის დამაარსებლისა და ფუძემდებლის, მომღერლისა და მუსიკოსის აბუ აბდულო ჯაფარ იბნ მუჰამად რუდაქის სამშობლო.

ბუხარის სახანოს არსებობის პერიოდში იყო ერთ-ერთი რაიონის ცენტრი. ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკი დროს კი - ფანჯაკენტის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტრანსპრტის ძირითადი სახეობაა საავტომობილო ტრანსპორტი, რომლითაც უკავშირვება ხუჯანდს და დუშანბეს. ქალაქის ტერიტორიაზე გაივლის დუშანბე-აინისა და ფანჯაკენტ-სამარყანდის (უზბეკეთი) საავტმობილო გზა. მაგრამ ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორიდორის ჩაკეტვის შემდეგ ქალაქი დაკეტილი აღმოჩნდა ტრანსპორტისა და მოქალაქეებისათვის.

2015 წელს სამამულო და უცხოური ინვესტიციების წყალობით აღსდგა აინი - ფანჯაკენტის სამთო ავტოტრასა. დასრულდა სამთო საავტომბილო გვირაბების შაჰრისტანისა და ანზობის გვირაბის მშენებლობა, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია გადაცემული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Якубовский А. Ю., Древний Панджиканд, в сборнике: По следам древних культур, М., 1951
  • Беленицкий А. М., Распопова В. И., Древний Пенджикент, Душ., 1971
  • Беленицкий А. М., Монументальное искусство Пенджикента. Живопись. Скульптура, М., 1973
  • Исаков А.А., Цитадель Древнего Пенджикента. Душ., Дониш, 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Численность населения Республики Таджикистан на 1 января 2016 года. Сообщение Агентства по статистике при Президенте Республики Таджикистан.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-02. ციტირების თარიღი: 2017-11-30.
  2. Гоибов Г., Ранние походы арабов в Среднюю Азию (644-704гг.). Душанбе: Дониш, 1989, с.38-39
  3. Marshak Boris. Legends, tales and fables in the art of Sogdiana with an appendix by V.A. Livshits. New York: Bibliotheca persica press, 2002. Р.168