თეოფილუს დიონგესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

თეოფილუს ებენჰაზერ დიონგესი
თეოფილუს ებენჰაზერ დიონგესი
თეოფილუს დიონგესი. 1948 წელი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 სექტემბერი 1966 – 13 სექტემბერი 1966
წინამორბედიჰენდრიკ ფერვურდი
მემკვიდრებალთაზარ ფორსტერი

დაბადებული8 მარტი, 1898
კლერსდორპი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვლილი10 იანვარი, 1968 (69 წლის)
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოქალაქეობასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიაეროვნული პარტია
განათლებასტელენბოსის უნივერსიტეტი
რელიგიაჰოლანდიის რეფორმატორული ეკლესია სამხრეთ აფრიკაში

თეოფილუს ებენჰაზერ დიონგესი (დ. 8 მარტი 1898 – გ. 10 იანვარი 1968) – სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი. იგი აირჩიეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად, მაგრამ გარდაიცვალა თანამდებობის დაკავებამდე, 69 წლის ასაკში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიის მინისტრის, თეოფილუს დიონგესის უმცროსი ვაჟი თეოფილუს დიონგესი დაიბადა 1898 წლის 8 მარტს ქალაქ კლერკსდორპში. [1] სწავლობდა სტელენბოშის უნივერსიტეტში. მიიღო ხარისხი სამართალმცოდნეობაში ლონდონის უნივერსიტეტში . [1] როდესაც ლონდონიდან დაბრუნდა, შეუერთდა ეროვნულ პარტიას, როგორც გაზეთ Die Burger-ის ჟურნალისტი. [1] 1927 წელს მიატოვა ჟურნალისტიკა და დაკავდა იურიდიული საქმიანობით. [1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიონგესი იყო ეროვნული პარტიის წევრი, რომელიც მართავდა სამხრეთ აფრიკას 1948 -დან 1994 წლამდე. 1948-1961 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად, იყო ე.წ. აპარტეიდის ერთ-ერთი "არქიტექტორი“ და აფრიკელი ნაციონალისტების საიდუმლო საზოგადოების, ბროდერბონდის წევრი. მან დაიწყო მოსახლეობის რეგისტრაცია რასობრივი მახასიათებლების მიხედვით, რა დროსაც ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს „ფერადი“ ადამიანები.[1] როგორც დიონგესი თავად თვლიდა, აპართეიდი უნდა გაგრძელებულიყო მხოლოდ მომდევნო ორი თაობისთვის.

1958 წლის ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელობის არჩევნებში პრემიერ მინისტრ იოჰანეს სტრეიდომის გარდაცვალების შემდეგ, დიონგესმა იყარა კენჭი პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა დამარცხდა ჰენდრიკ ვერვოერდთან. [2]ვერვოერდმა დიონგესი შეიყვანა ახალ კაბინეტში. დანიშნა ფინანსთა მინისტრად. ხსენებულ პოსტს პოლიტიკოსი იკავებდა 1958 -დან დან 1966 წლამდე. [1] ვერვოერდის მკვლელობის შემდეგ, როგორც კაბინეტის უფროსი წევრი, 1966 წლის 6 სექტემბერს იგი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, სანამ ეროვნული პარტიის კონვენცია პრემიერ მინისტრად ბალთაზარ ვორსტერს დანიშნავდა. [1]

თეოფილუს დიონგესის სახელმწიფო დაკრძალვა. კეიპტაუნი, 1968 წლის იანვარი

ჩარლზ რობერტსის გადადგომის შემდეგ, თეოდილუს დიონგესი აირჩიეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად 1967 წლის 28 თებერვალს. მან მიიღო 163 ხმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან (მისმა კონკურენტმა მაიორმა ვან დერ ბილმა მიიღო მხოლოდ 52 ხმა). 4 მარტს ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა. დიონგესს თანამდებობა 31 მაისს უნდა დაეკავებინა, მაგრამ მან ინსულტი გადაიტანა და კომაში ჩავარდა; პრეზიდენტის ქმედუუნარობასთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სენატის პრეზიდენტი ჯოშუა ფრანსუა ნაუდე. თეოფილუს დიონგესი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 1968 წელს.[3]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაცვალების შემდეგ თეოფილუს დიონგესი პატივით დაკრძალეს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი.

მისი გამოსახულება ამოკვეთილი იყო 1969 წლის ვერცხლის 1 რანდიან მონეტეაზე. თეოფილუს დიონგესის სახელს ატარებს საშუალო სკოლა კეიპტაუნში, დაწყებითი სკოლა ბოტავილში, ასევე დაწყებითი სკოლა და ჰოსპიტალი ვუსტერში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lentz, Harris M. (2014). Heads of States and Governments Since 1945. Routledge, გვ. 912. ISBN 9781134264902. 
  2. Schoeman, Ben. (1978). Ben Schoeman : my lewe in die politiek. Perskor-Uitgewery. ISBN 062801466X. OCLC 749916775. 
  3. Sturgess, H.A.C. (1949). Register of Admissions to the Honourable Society of the Middle Temple. Butterworth & Co. (Publishers) Ltd.: Temple Bar. Vol. 3, p.864.
  4. Eben Dönges HS დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. , home, retrieved August 2014