ლევი მვანავასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევი პატრიკ მვანავასა
ლევი პატრიკ მვანავასა
ზამბიის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი 2002 – 19 აგვისტო 2008
წინამორბედიფრედერიკ ჩილუბა
მემკვიდრერუპია ბანდა

დაბადებული3 სექტემბერი 1948
მუფულირა ჩრდილოეთ როდეზია
გარდაცვლილი19 აგვისტო, 2008 (59 წლის)
პარიზი საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიამოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
მეუღლემაურინ მვანავასა
პროფესიაიურისტი
რელიგიაპროტესტანტი

ლევი პატრიკ მვანავასა (ინგლ. Levy Patrick Mwanawasa, დ. 3 სექტემბერი, 1948, მუფულირა, ჩრდილოეთ როდეზია — გ. 19 აგვისტო, 2008, პარიზი, საფრანგეთი) - ზამბიის პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტი 2002-2008 წლებში

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჩრდილოეთ როდეზიაში (დღევანდელი ზამბია), 10-შვილიანი ოჯახის მეორე შვილი. იურიდიული განათლება მიიღო ზამბიის უნივერსიტეტში. 1974-1978 წლებში ეწეოდა კერძო პრაქტიკას და ჩამოაყალიბა იურიდიული ფირმა „მვანავასა და კომპანია“, 1985 წელს დაინიშნა ზამბიის გენერალური პროკურორის მოადგილედ, მაგრამ 1986 წელს დაუბრუნდა კერძო პრაქტიკას. 1989 წელს მან დაიცვა კენეთ კაუნდას მიერ სახელმწიფო გადატრაილების მცდელობაში დადანაშაულებული ქრისტონ ტემბო და მოიგო სასამართლო პროცესი. 1991 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად (1991-1994)

არჩევნები 2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს გახდა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში მიიღო 28,7 % ხმებისა დაიკავა პირველი ადგილი და გახდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

არჩევნები 2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ მმართველი პარტიის კანდიდატია და ამჯერად 43 %-ით იმარჯვებს და მეორე ვადით ხდება ქვეყნის პრეზიდენტი. მისი მთავარი კონკურენტია ზამბიის პატრიოტული ფრონტის ლიდერი მაიკლ სატა (მიიღო ხმების 29,4 %). რამდენიმე დღეში ჩამოაყალიბა ახალი მინისტრთა კაბინეტი და ვიცე-პრეზიდენტად დანითნა რუპია ბანდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის პირველი ლედი ლორა ბუში, პრეზიდენტი ლევი მვანავასა და მისი მეუღლე მაურინ მვანავასა

1988 წელს დაქორწინდა მაურინ მვანავასაზე, რომელთანაც შეეძინა 4 შვილი, ხოლო წინა ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი. მეუღლე მაურინი იეღოვას მოწმეა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 29 ივლისს, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, აფრიკული ქვეყნების კონფერენციაზე გადაიტანა ინფარქტი. ეგვიპტეში მცირე მკურნალობის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა 19 აგვისტოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ფრედერიკ ჩილუბა
ზამბიის პრეზიდენტი

20022008
შემდეგი:
რუპია ბანდა