ჯაკობ ჯოან ფუშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაკობ ჯოან ფუშე
ჯაკობ ჯოან ფუშე
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მე-2 სახელმწიფო პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აპრილი 1968 – 9 აპრილი 1975
წინამორბედიჯოშუა ნაუდე
მემკვიდრეიოანეს დე კლერკი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მე-7 თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი 1959 – 30 მარტი 1966
წინამორბედიფრანსუა კრისტიან ერაზმუსი
მემკვიდრეპიტერ ვილემ ბოტა

დაბადებული6 ივნისი, 1898
ვეპენერი, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო
გარდაცვლილი23 სექტემბერი,1980 (82 წლის)
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოქალაქეობასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაკრძალულიაბლუმფონტეინი
პოლიტიკური პარტიაეროვნული პარტია
მამაიაკობ იოჰანეს ფუშე (1868-1936)
დედამარიზ ელიზაბეტ იოჰანფ სტეინბერგი (1878-1942)
მეუღლელეტა როდა მაკდონალდი (1900-1993)
შვილებიიაკობუს იოჰანეს ფუშე (1921-1982)
განათლებასტეპლენბოსის უნივერსიტეტი

ჯაკობ ჯოან ფუშე (დ. 6 ივნისი 1898 – გ. 23 სექტემბერი 1980 [1] ) სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეორე სახელმწიფო პრეზიდენტი 19681975 წლებში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაკობ ჯოან ფუშე დაიბადა 1898 წელს ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ბურების რესპუბლიკაში (რომელიც 1902 წელს გახდა დიდი ბრიტანეთის კოლონია და 1910 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირის პროვინცია) დაამთავრა პაარლის ვაჟთა საშუალო სკოლა . [2]

უმაღლესი განათლება მიიღო ვიქტორიას კოლეჯში და სტელენბოსის უნივერსიტეტში (1966 წ.). [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუშე იყო წარმატებული ფერმერი და მტკიცე რესპუბლიკელი. მრავალი წლის განმავლობაში შედიოდა ეროვნული პარტიის რიგებში 1941 წლიდან 1950 წლამდე აირჩიეს ასამბლეის პალატაში სმიტფილდის დეპუტატად, ხოლო 1960-1968 წლებში –ბლუმფონტეინ უესტის დეპუტატად. [2]

1950-1959 წლებში ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ადმინისტრატორად მუშაობდა. შემდეგ დაწინაურდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა 1959 წლის 14 დეკემბრიდან 1966 წლის 1 აპრილამდე. ფუშე ცდილობდა არმიის მოდერნიზაციას. 5 წლის განმავლობაში მოახერხა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა 45 მილიონიდან 256 მილიონ რანდამდე. 1966 წლიდან 1968 წლამდე იკავებდა სოფლის მეურნეობის ტექნიკური მომსახურებისა და წყლის რესურსების საქმეთა მინისტრის თანამდებობას. [2]

1966 წელს თეოფილუს დიონგესი აირჩიეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტად (კენჭი ჯ. ფუშმაც იყარა), მაგრამ ინაუგურაციამდეც ინსულტი დაემართა და კომაში ჩავარდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სენატის პრეზიდენტი ჯოშუა ნაუდე. მას შემდეგ, რაც დიონგესი გარდაიცვალა 1968 წლის დასაწყისში გონზე მოუსვლელად, პარლამენტში ჩატარდა ახალი არჩევნები და ფუშე აირჩიეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად 1968 წლის 19 თებერვალს (ფიცი დადო 10 აპრილს). ის იყო ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე სრულად იმსახურა შვიდი წლის განმავლობაში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუშე დაქორწინებული იყო ლეტა როდას („Lettie“) მაკდონალდზე, [2] ანგლო-აფრიკული და შოტლანდიური წარმოშობის თეთრკანიან თანამემამულე ქალბატონზე.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკოსი გამოსახულია 1976 წლის სამხრეთ აფრიკული რანდის მონეტებზე;

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაკობ ჯოან ფუშეს მიენიჭა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორდენი ღირსეული შრომისთვის და პარაგვაის ეროვნული ღირსების ორდენი . [2] ფუშე ასევე იყო პრეზიდენტის სტეინის პოლკის საპატიო პოლკოვნიკი. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jacobus Johannes Fouché. archontology.org
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 (1979) The international year book and statesmen's who's who. 1979, Internet Archive, 27th, East Grinstead: Kelly's Directories, გვ. 246. ISBN 978-0-610-00520-6.