სტამბოლის ტერაქტი (დეკემბერი, 2016)
სტამბოლის ტერაქტი Aralık 2016 İstanbul saldırısı | |
---|---|
აფეთქების ადგილი, დოლმაბაჰჩე-გეზანეს გამზირი | |
მდებარეობა | Vodafone Arena, ბეშიქთაში, სტამბოლი თურქეთი |
კოორდინატები | 41°02′21″ ჩ. გ. 28°59′35″ ა. გ. / 41.03917° ჩ. გ. 28.99306° ა. გ. |
თარიღი |
10 დეკემბერი, 2016 22:29 (UTC+3)[1] |
სამიზნე | სამართალდამცველები, სამოქალაქო პირები |
იარაღი | ბომბი, დანაღმული ავტომობილი |
დაღუპულები | 46,[2] (8 სამოქალაქო, 36 პოლიციელი და 2 დამნაშავე[3]) |
არასასიკვდილო დაზიანებები |
155+ (14 კრიტიკული[3]) |
თავდამსხმელები | ქურთისტანის თავისუფლების მიმინოები[4] |
ეჭვმიტანილი დამნაშავეები |
ქურთისტანის მუშათა პარტია[3] |
2016 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 22:39 საათზე, ქალაქ სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონის ვოდაფონ არენის სტადიონთან ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.[1] ტერაქტი განხორციელდა დანაღმული მანქანის და თვითმკვლელი ტერორისტის მეშვეობით. ტერაქტის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა,[1][3] ხოლო 166 დაშავდა.[5][6] დაღუპილთაგან 30 პოლიციელია, ხოლო დანარჩენი 7 სამოქალაქო პირი და 1 დაუდგენელი პიროვნებაა.[7] 19 დაშავებულის მდგომარეობა რჩება კრიტიკული.[7]
ტერაქტამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის დეკემბრის ტერაქტამდე, თურქეთში მოხვდა რიგი ტერაქტები, განხორციელებული ისლამური სახელმწიფოს (აისისი) და ქურთისტანის თავისუფლების მიმინოების (ტაკი) მიერ. ბოლო ყველაზე სისხლიანი იყო, 2016 წლის აგვისტოს გაზიანთეფის ტერაქტი, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს, ეს ტერაქტი გახდა უკვე მეშვიდე სტამბოლში. მათგან, 2016 წელს სტამბოლში, ყველაზე სისხლიანი იყო ათათურქის აეროპორტის თავდასხმა.
ტერაქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი აფეთქება, დანაღმული მანქანის, მოხდა სტადიონ Vodafone Arena-ის წინ.[5] თავდასხმაში გამოიყენეს 300-400 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება და რკინის მარცვლები.[7][8] ტერაქტი პოლიციის სპეცრაზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც იცავდა გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩის დროს, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც გულშემატკივრებმა დატოვეს სტადიონი.[1] NTV-ს ინფორმაციით, ტერაქტის მიზანი პოლიციის მანქანა იყო, რომელიც სტადიონის მიმდებარეთ გაჩერებული იყო.[9] აფეთქება, 2016-17 სუპერლიგის საფეხბურთო მატჩის 1.5 საათით შემდეგ მოხდა. მატჩი ბეშიქთაშის და ბურსასპორის შორის იყო. აფეთქება ბურსასპორის მხარდამჭერების გასასვლელთან მოხდა.[7][10] მოგვიანებით ბურსასპორმა თავის ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე გაავრცელა განცხადება, სადაც განაცხადა, რომ არც ერთი მისი მხარდამჭერი არ დაშავდა.[11]
მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მაჩკის დემოკრატიის პარკში განახორციელა.[5] აფეთქება, პირველი აფეთქებიდან 45 წამის შემდეგ მოხდა და მას მოჰყვა პოლიციის მიერ სროლა.[1] ტერორისტს ეცვა ქურთუკი და ჰქონდა ჩანთა, პოლიციამ სთხოვა მას შეჩერება პარკის შესასვლელში, მაგრამ ამ დროს ის თავი ააფეთქა, სანამ პოლიცია მას დააკავებდა. აფეთქების დროს ოთხი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი ადგილზე დაიღუპა.[12]
აფეთქების ხმა ისეთი ძლიერი იყო, რომ გაისმა სტამბოლის აზიურ ნაწილში, კერძოდ იუსქიუდარის რაიონში.[10]
საფეხბურთო კლუბმა ბეშიქთაშმა (BJK) გამოაქვეყნა ორი დაღუპული ადამიანია ვინაობა, რომლებიც არიან: ვეფა ქარაქურდუ Vodafone Arena-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და BJK კონგრესის წევრი და თუნჩ უნჯუ, BJK-ს ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომელი.[1] კიდევ ერთი მსხვერპლი იყო ბერქაი აქბაში, ანკარის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ორი დღით სტამბოლში ჩამოვიდა და ტაქსით სახლში მიდიოდა, როდესაც სტადიონთან აფეთქება მოხდა.[13]
რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]RTÜK, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელი ორგანომ, შემოიღო დროებით სამაუწყებლო აკრძალვა ტერაქტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციაზე.[14] სტამბოლის პროქურატურის ექვს პროკურორს მაშინვე დაევალა თავდასხმის გამოძიება.[14] თავდასხმიდან მალევე 13 ადამიანი დააკავეს თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით.[7] ტერაქტის შემდეგ, ქალაქის ძირითადი გზები დაიხურა მოძრაობისთვის, მათ შორის: ორთაქიოისა და ბეშიქთაშის, ქარაქიოისა და დოლმაბაჰჩეს და გიუმუშსუიუსა და დოლმაბაჰჩეს დამაკავშირებელი გზები.[15]
2016 წლის 11 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ოფიციალურად დაადასტურა პირველი დაღუპულების შესახებ, მაგრამ არ უხსენებია დაღუპულთა რაოდენობაზე. ასევე დასძინა, რომ თავდასხმის მიზანი იყო, რაც შეიძლება მაქსიმალური მსხვერპლი ყოფილიყო. თავის განცხადებაში, ერდოღანმა დაწერა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ჩაიდინა თავდასხმა, მნიშვნელოვანი არ არის, რადგან „ტერორისტული ორგანიზაციებს, მათ შორის PKK, დაეში ან ფეტო, იგივე მიზანი აქვთ — თურქეთის დასუსტება“.[16] მან ასევე დასავლეთის ქვეყნები „ტერორის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა.[17]
ტერაქტის მომდევნო დღე, თურქეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.[7] თურქეთის დემოკრატიის პლატფორმამ, რომელიც არის პრო-სამთავრობო ჯგუფი, ჩამოყალიბებული ოპოზიციის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, განაცხადა, რომ ანტი-ტერორისტული მარში გაიმართება 11 დეკემბერს, შუადღისას.[18]
სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ (HDP), რომელიც პრო-ქურთული საპარლამენტო პარტიაა, გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო თავდასხმა.[19]
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ შეურთდა თურქეთის გლოვის დღეს და გამოაცხადა კვიპროსში ეროვნული გლოვის დღე.[20]
მარკ ლოუენის ინფორმაციით, რომელიც BBC-ის კორესპონდენტია თურქეთში, ფაქტია, რომ ქურთი ბოევიკები იყვნენ ჩართული ტერაქტში პოლიციის წინააღმდეგ.[21] ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ტერაქტი ქურთისტანის მუშათა პარტიამ (PKK) განახორციელა.[22] მოგვიანებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი) აიღო.[23]
საერთაშორისო გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აზერბაიჯანი — აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა დაგმო ტერაქტი და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს, განცხადებაში ნათქვამია „ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ნათესავებს, თურქ ძმებს ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯამრთელობას. ღვთის წყალობა!“[24]
- საქართველო — სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო ტერაქტი და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს.[25] განცხადება ასევე გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, სადაც ნათქვამია: „უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას. კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად“.[26]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 İstanbul'da Vodafone Arena'da şiddetli 2 patlama: Yaralılar var. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ „Two blasts outside Istanbul stadium kill 29“. Sky News. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Vodafone Arena önünde patlamalar. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ Beşiktaş'taki alçak saldırıyı PKK'nın kolu olan TAK üstlendi.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Son Dakika... İstanbul Beşiktaş'ta Vodafone Arena yakınında bombalı saldırı. NTV. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ „Explosion rocks Istanbul's Beşiktaş district“. DailySabah. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Son dakika haberi... İstanbul'da iki alçak saldırı! Çok sayıda şehit ve yaralı var. Hürriyet. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ Istanbul stadium attacks: Turkey points finger at PKK. BBC. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ Suspected car bomb wounds around 20 outside Istanbul soccer stadium. Reuters. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ 10.0 10.1 İstanbul'da terör saldırısı. CNN Türk. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ Bursaspor'dan patlama ile ilgili açıklama. NTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ Maçka Parkı'ndaki canlı bomba için flaş açıklama. Hürriyet. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ Beşiktaş'taki bombalı saldırıdan sonra kaybolmuştu... Tıp öğrencisi Berkay Akbaş'tan acı haber geldi. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ 14.0 14.1 Dolmabahçe'de bomba yüklü araçla saldırı; ilk açıklamaya göre en az 20 yaralı var!. T24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ İstanbul'da bazı yollar kapatıldı, trafikte son durum ne?. T24. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ Cumhurbaşkanı Erdoğan: Maalesef şehitlerimiz ve yaralılarımız var. Habertürk. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ Erdoğan, patlamaların ardından Batı'yı hedef aldı: Teröristleri desteklemeyi tercih eden ülkeler.... T24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ İstanbul’da teröre lanet yürüyüşü. Hürriyet. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ HDP'den saldırı açıklaması. Hürriyet. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ KKTC'de bir günlük yas. Dünya. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ Istanbul Besiktas: Stadium blasts injure many police. BBC. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ Son dakika... Numan Kurtulmuş: 'Oklar PKK'yı gösteriyor'. Hürriyet. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ BBC News 24
- ↑ İlham Əliyev Türkiyə prezidentinə başsağlığı verib
- ↑ "საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას"- მარგველაშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცადებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-12. ციტირების თარიღი: 2016-12-11.
- ↑ "ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ"- კვირიკაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-12. ციტირების თარიღი: 2016-12-11.