გაზიანთეფის ტერაქტი (აგვისტო, 2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაზიანთეფის ტერაქტი (აგვისტო, 2016)
თურქ. Ağustos 2016 Gaziantep saldırısı
მდებარეობა შაჰინბეი, გაზიანთეფი,
თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 37°02′22″N 37°23′34″E / 37.039528° ჩ. გ. 37.392846° ა. გ. / 37.039528; 37.392846
თარიღი 20 აგვისტო 2016
22:50 (UTC+03:00)
სამიზნე ქორწილი
თავდასხმის ტიპი
თვითმკვლელი ტერორისტი
იარაღი ბომბი
დაღუპულები 54[1][2][3][4] (ტერორისტის ჩათვლით)
არასასიკვდილო დაზიანებები
66 (14 კრიტიკული)[5][6][7][8][9]
ორგანიზატორები თვითმკვლელი ბავშვი
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
ისლამური სახელმწიფო[10]
ქურთისტანის მუშათა პარტია

2016 წლის 20 აგვისტოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მიზნობრივად თავი აიფეთქა ქურთულ ქორწილში, გაზიანთეფში, თურქეთი. თავდასმის დროს 54 ადამიანი დაიღუპა[1][2][3][4] და 69-94 ადამიანი დაშავდა.[5][6][7][8][9]

ტერაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 20 აგვისტოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მიზნობრივად თავი აიფეთქა ქორწილში, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში, ადგილობრივი დროით 10:50 საათზე.[11][12] ქორწილს 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. თავდასხმის მიზანი ქურთული ოჯახი იყო, რომელიც გაიქცა ქურთულ ქალაქ სიირთიდან, თურქეთ-PKK კონფლიქტის გამო,[13] აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ტრადიციული ხნის ცერემონია მიმდინარეობდა.[14] საქმრო, აფეთქების შედეგად, მძიმედ დაიჭრა, მაგრამ პატარძალი არ დაშავებულა. საქმროს დაზიანებები იყო აღწერილი, როგორც სიცოცხლისათვის არასაშიში.[14][15] ერთ-ერთი მოწმის თქმით, ორი საეჭვო პირი მივიდა ქორწილში, ხოლო აფეთქების შემდეგ დატოვეს თავდასხმის ადგილი.[16] უსაფრთხოების ძალები უკვე ეძებენ იმ ორ ეჭვმიტანილს. პრო-ქურთულმა პოლიტიკურმა პარტიამ (HDP) განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა მათი პარტიის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ქორწილს ესწრებოდნენ.[17] თავდასხმის სცენის კადრების გავრცელება მედიით აიკრძალა თურქეთის მარეგულირებელის RTUK-ის მიერ. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთს შეუძლია ითამაშოს აქტიური როლი სირიის სამოქალაქო ომში.

სულ თავდასხმის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა,[1] ხოლო 66 ადამიანი დაშავდა.[1][2] დაღუპულთა უმეტესი წილი ბავშვია, მათი რიცხვი 29 გარდაცვლილია. დაღუპულთაგან ცამეტი ქალია.[18] დაფიქსირდა 66 დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში რჩებიან და 14 მდგომარეობა მძიმე, 22 აგვისტოს მონაცემებით.[18]

დამნაშავეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სგპ-ს საპარლამენტო თანამდებობის პირებმა თავდასხმაში ადრე დაადანაშაულეს ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (დაეში) და ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK),[19] მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფთაგან არც ერთმა ჯერ პასუხისმგებლობა თავზე არ აუღია.[20][21] თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადაებით, თავდამსხმელი არის 12-14 წლის ბავშვი. მისი განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ დაეშმა ჩაიდინა.

თუმცა, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ ცდილობენ დაადგინონ, ვინ განახორციელა შეტევა და იყო თუ არა ტერორისტი ბავშვი ან ზრდასრული.[22] 22 აგვისტოსთვის, ვინაობის დასადგენად ჯერ მიმდინარეობს ჩამდენის დნმ-ის ტესტი.[23]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დროშა საქართველოპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც იგი წერს: „მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.“ ასევე წერილობით მიუსამძიმრა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც, სადაც წერია: "დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს."[24]
  • აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი — აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტს.[25]
  • საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი — საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო თავდასხმა და მხარი დაუჭირა თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • პაკისტანის დროშა პაკისტანი — პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო თავდასხმა.[26]
  • აშშ-ის დროშა აშშ — ამერიკის საელჩომ ანკარაში დაგმო თავდასხმა.[27]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 29 children killed in Gaziantep attack as death toll rises to 54. Hurriyet Daily News (22 August 2016). წაკითხვის თარიღი: 22 August 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Death toll rises to 54 in SE Turkey wedding attack. Yeni Şafak (22 August 2016). წაკითხვის თარიღი: 22 August 2016.
  3. 3.0 3.1 Hume, Tim; Sariyuce, Isil; Sterling. Turkey backtracks on age of wedding bomber. CNN (22 August 2016). წაკითხვის თარიღი: 22 August 2016.
  4. 4.0 4.1 Turkey strikes Daesh positions in Syria's Jarablous, PKK's Syrian wing also takes hit. Daily Sabah (22 August 2016). წაკითხვის თარიღი: 22 August 2016.
  5. 5.0 5.1 Yeginsu, Ceylan. Bombing at Wedding in Turkey Kills More Than 50. The New York Times (21 August 2016). წაკითხვის თარიღი: 21 August 2016.
  6. 6.0 6.1 Gumrucku, Tuvan. “Turkey wedding explosion: 50 dead and more than 69 injured“, 21 August 2016. 
  7. 7.0 7.1 Kenyon, Peter. “Turkish Officials Say At Least 50 Killed, Scores Injured In Wedding Bombing“, 21 August 2016. 
  8. 8.0 8.1 More than 50 dead in attack on wedding party in Turkey“, 21 August 2016. 
  9. 9.0 9.1 Suspected Daesh terror bombing kills 51, injures 94 at wedding in Turkey's southern Gaziantep“, 21 August 2016. 
  10. Turkey suicide bomb victims 'mostly children'“, 22 August 2016. წაკითხვის თარიღი: 22 August 2016. 
  11. Suicide bomber at Turkish wedding was as young as 12, president says en-US. Fox News (21 August 2016).
  12. 30 killed, 94 injured as blast rips through wedding ceremony in Turkey (GRAPHIC). Russia Today. წაკითხვის თარიღი: 20 August 2016.
  13. Turkey wedding suicide bomber 'was child aged 12-14' en-GB. BBC (21 August 2016).
  14. 14.0 14.1 Bombing at wedding party in southern Turkey kills at least 50. Reuters. წაკითხვის თარიღი: 21 August 2016.
  15. WAM, AFP,. (21 August 2016) At least 50 killed in Turkey wedding attack near Syria border.
  16. Coker, Margaret. “Wedding Blast in Southern Turkey Kills at Least 50“, 21 August 2016. 
  17. HDP'den Gaziantep açıklaması: Parti üyelerimizin düğününe yapılan saldırıyı lanetliyoruz“. წაკითხვის თარიღი: 21 August 2016. 
  18. 18.0 18.1 Turkey Kurdish wedding bomber 'may not have been child'“, BBC, 22 August 2016. წაკითხვის თარიღი: 23 August 2016. 
  19. AFP. UPDATE: Turkey wedding attack toll rises to 50 - Khaleej Times.
  20. AFP. (21 August 2016) At least 30 killed in Turkey wedding attack near Syria border.
  21. Bomb attack on wedding kills at least 27 in southern Turkey: Erdogan. Reuters. წაკითხვის თარიღი: 20 August 2016.
  22. Turkey unsure if wedding party bomber a 'child or a grown-up' en-US. USA Today (22 August 2016).
  23. Gaziantep: Turkey seeks to identify child bomber“, Al Jazeera, 22 August 2016. 
  24. პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
  25. World condemns deadly terror attack on Turkish wedding.
  26. Pakistan condemns terror attack on wedding in SE Turkey.
  27. World powers condemn Daesh attack, express solidarity with Turkey (21 August 2016). წაკითხვის თარიღი: 21 August 2016.