ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 100: ხაზი 100:
{{Lotr}}
{{Lotr}}
{{ბეჭდების მბრძანებლის ადაპტაციები}}
{{ბეჭდების მბრძანებლის ადაპტაციები}}
{{შუახმელეთი ფილმებში}}
{{პიტერ ჯექსონი}}
{{პიტერ ჯექსონი}}



09:23, 2 აგვისტო 2015-ის ვერსია

„ბეჭდების მბრძანებელი:
ბეჭდის საძმო“
ფაილი:The Fellowship Of The Ring.jpg
დამდგმელი რეჟისორი ფრენ უოლში, ფილიპა ბოიენსი, პიტერ ჯექსონი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი პიტერ ჯექსონი
ბარი მ. ოსბორნი
ტიმ სენდერსი
ფრენ უოლში
სცენარის ავტორი ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
ეფუძნება ბეჭდის საძმო
ჯ.რ.რ. ტოლკინი
როლებში ელაიჯა ვუდი
შონ ოსტინი
ვიგო მორტენსენი
იან მაკკელენი
შონ ბინი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მხატვარი ალან ლი, ჯონ ჰაუ
სტუდია New Line Cinema
Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი 19 დეკემბერი, 2001
ხანგრძლივობა 178 წთ.[1]
ქვეყანა ახალი ზელანდია
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 93 მილიონი $[2]
შემოსავალი 871,530,324 მილიონი $[2]

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ (ინგლ. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring) — 2001 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ. ეს ფილმი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანს „ბეჭდების მბრძანებელი“, კერძოდ — მის პირველ ნაწილ „ბეჭდის საძმოს“.

ფილმი გამოვიდა 2001 წლის 19 დეკემბერს და დიდი წარმატება იქონია. DVD/Blu-Ray ფორმატში გამოიცა როგორც კინოთეატრებში ნაჩვენები, ასევე ვრცელი, 208 წუთიანი ვერსია, რომელშიც დამატებული იქნა ფილმიდან ამოჭრილი სცენები.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მეორე ეპოქაში ბნელი ბრძანებელი საურონი ცდილობს შუახმელეთის ძალაუფლების ბეჭდის ძალით დამორჩილებას. ელფთა და ადამიანთა ბრძოლაში უფლისწული ისილდური მას ხელიდან ბეჭედს მოჰკვეთავს, რითაც ანადგურებს მის ფიზიკურ ფორმას და იმარჯვებს მის ჯარზე. თუმცა, საურონის „სიცოცხლის ძალები“ კვლავ ბეჭედს უკავშირდება და სანამ ბეჭედი არსებობს, საურონიც იარსებებს. ისილდური, რომელიც ბეჭედმა გარყვნა, უარს ამბობს მის განადგურებაზე. მას შემდეგ, რაც მას კლავენ ორკები, ბეჭედი 2500 წლით მდინარეში იკარგება. მას პოულობს გოლუმი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ფლობს, სანამ ბეჭედს არ პოულობს ჰობიტი ბილბო ბეგინსი.

60 წლის შემდეგ ბილბო ბეჭედს უტოვებს ძმისშვილს, ფროდო ბეგინსს. შეიტყობს რა, რომ ბეჭედი საურონს ეკუთვნის, ჯადოსანი განდალფ რუხი ფროდოს აფრთხილებს, რომ საურონის ძალები მას ეძებენ. განდალფი იჭერს სემუაიზ გემჯის, ფროდოს მებაღეს, რომელიც მათ საუბარს ფანჯარასთან ისმენს და ფროდოსთან ერთად შაირიდან აგზავნის. თავად განდალფი იზენგარდში მიემართება, რათა შეხვდეს თავისი ორდენის ბელადს, სარუმან თეთრს. მისგან განდალფი შეიტყობს, რომ საურონმა ნაზგულები ბეჭდის საძებნელად გამოუშვა. სარუმანი აღმოჩნდება საურონის მსახური. იგი განდალფს შეიპყრობს და კოშკის წვერზე ტოვებს. საურონის ორკებს იგი უბრძანებს, საომარი აღჭურვილობა დაამზადონ და შექმნან ორკ მებრძოლთა ახალი სახეობა, ურუკ-ჰაები.

მსახიობები

განსხვავება წიგნისგან

ჯექსონმა, უოლშმა და ბოიენსმა არაერთხელ შეცვალეს სცენარი, რათა იგი უფრო კომპაქტური ყოფილიყო და პერსონაჟებიც დახვეწილი სახით ყოფილიყვნენ წარდგენილნი. ჯექსონმა ახსენა, რომ მისი მთავარი სურვილი იყო მთელი ყურადღების ფროდოსა და ბეჭედზე გადატანა. ფილმში წარმოდგენილია წინაისტორია, რომელშიც ნაჩვენებია ბეჭდის მოკლე ისტორია და როგორ მოხვდა იგი ბილბოსთან.

ფილმში ისე ჩანს, თითქოს განდალფის შირიდან (არასწორი ქართული თარგმანით მაზრა (შუახმელეთი)) წასვლის და დაბრუნებას შორის მცირე დრო გავიდა, წიგნში კი სინამდვილეში ეს პაუზა შეადგენს 17 წელს. წიგნში ფროდო რამდენიმე თვე ემზადება შირიდან წასასვლელად, ხოლო ფილმში მას ამისკენ განდალფი უბიძგებს. ტომ ბომბადილი და რამდენიმე სხვა პერსონაჟი ამოგდებულია. განდალფის იზენგარდში ყოფნის სცენებში ჩასმულია მისი ბრძოლა სარუმანთან, რომლის როლიც ასევე უფრო დიდია.

წიგნისგან განსხვავებით, არაგორნი თავდაპირველად არ სურს მეფობა. წიგნში ხმალი სახელად ნარსილი მას აღდგენილი სახით მიაქვს თან, როდესაც საძმო რივენდელიდან გადის, მაგრამ ფილმში იგი მას მხოლოდ მესამე ნაწილში, ელრონდის ხელიდან მიიღებს. ასევე უფრო ვრცლად არის ნაჩვენები მისი და არვენის ურთიერთობა. არვენი თავისთავად, ცვლის გლორფინდელს, რომელიც წიგნში ფროდოს გადაარჩენს, მიჰყავს რა იგი რივენდელში. ელრონდი ასევე განსხვავდება წიგნის ელრონდისგან - ფილმში მას ეპარება ეჭვი, რომ ადამიანები გადარჩებიან მეფის გარეშე.

მორიას მთის სცენები იქნა შემოკლებული და შეცვლილი. სარუმანს ამ მომენტში განდალფთან ტელეპატიური კავშირი აქვს და ერთ-ერთ თავის წიგნში ბალროგის ილუსტრაცის უყურებს.

წიგნი მოულოდნელად მთავრდება - ბორომირის ბედი ჯერ უცნობია, ხოლო ფილმში ჩვენ ვხედავთ მის დაღუპვას და იმას, თუ როგორ ტოვებენ ნაპირს ფროდო და სემი.

შექმნა

ფილმზე მუშაობა ჯექსონმა დაიწყო კრისტიან რივერსთან ერთად. პარალელურად, რიჩარდ ტეილორი და კომპანია Weta Workshop მუშაობდნენ შუამიწეეთის დიზაინზე. ცნობილი გახდა, რომ ჯექსონი ქმნის მაქსიმალურად რეალისტურ შუახმელეთს.

შემდეგ სადიზაინერო ჯგუფს შეუერთდნენ მხატვრები ალან ლი და ჯონ ჰაუ, რომლებიც იქცნენ მთელი ტრილოგიის დამდგმელ მხატვრებად. მათი უპირატესობა იმაში იყო, რომ ისინი უკვე წლების განმავლობაში ქმნიდნენ შუახმელეთური ისტორიების ილუსტრაციებს. თუმცა, ჰაუმ უფრო დიდი ყურადღება გადაიტანა იარაღის შექმნაზე, რადგანაც ეს მისი ჰობი იყო.

რაც შეეხება კოსტიუმებს, შეიქმნა დაახლოებით 19.000, აქედან 40 ტიპის კოსტიუმი თითოეული მსახიობისათვის და მისი დუბლიორისათვის.

მუსიკა

მუსიკა ფილმისათვის დაწერა კომპოზიტორმა ჰოვარდ შორმა. იგი შესრულდა ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრის, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის, ლონდონის გუნდის და რამდენიმე დამატებითი სოლისტის მიერ. ორი ორიგინალური სიმღერა, Aníron და "May It Be" მომღერალმა ენიამ შეასრულა. ფინალური კომპოზიცია, "In Dreams", სრულდება ედვარდ როსის, ლონდონის ორატორიული სკოლის გუნდის ვოკალისტის მიერ.

გამოცემები

DVD

ფილმი, გარდა ჩვეულებრივი ვერსიისა, ასევე გამოვიდა ვრცელი სახით. ამ ვარიანტში მისი ხანგრძლივობა 208 წუთს წარმოადგენს. ფილმს ემატება დამატებითი კადრები, სპეციალური ეფექტები და მუსიკალური გაფორმებაც.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. THE LORD OF THE RINGS – THE FELLOWSHIP OF THE RING (PG). British Board of Film Classification (16 November 2001). ციტირების თარიღი: 2012-10-16.
  2. 2.0 2.1 The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring (2001). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 5 February 2009.

თარგი:ბეჭდების მბრძანებლის ადაპტაციები