მომხმარებლის განხილვა:Kakha Dalier

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mikheil მიწერა 10:08, 14 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა

დათო1010 07:59, 22 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Nina Sublati.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Mikheil მიწერა 13:38, 22 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში წყაროდ ბლოგის გამოყენება არ არის დაშვებული!--დათო1010 14:11, 22 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

რესურსები ინტერნეტში[წყაროს რედაქტირება]

კახა გთხოვ ასევე გაითვალისწინო, რომ ქართული ვიკიპედიის წესების თანახმად რესურსები ინტერნეტში იწერება სწორედ ისე, როგორც ეს მე აქვე დავწერე, სექციის სათაურად და იწერება სქოლიოს ზემოთ.

უფრო ზოგადად, რომ გაითვალისწინო სტატიის ბოლოს ასეთი თანმიმდევრობა იქნება: 1. გალერეა; 2. იხილეთ აგრეთვე; 3. რესურსები ინტერნეტში; 4. ლიტერატურა; 5. სქოლიო.

გთხოვ გაითვალისწინო შეცდომები და უფრო აქტიურად ჩაერთო ვიკიცხოვრებაში, ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლია მიმართო ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს--GagaVaa 06:29, 24 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. ზოგადად, ვიკიპედიაში ძალიან ცუდ ტონად ითვლება, როდესაც სტატიებში მხოლოდ ამა თუ იმ საიტის ბმულის ჩასმით ხართ დაკავებული, რაღა თქმა უნდა, ამ საიტის პოპულარიზაციის მიზნით. გთხოვთ, დაკავდით სხვა საქმითაც. — Mikheil მიწერა 08:57, 26 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

არასასურველი ინტერნეტ-რესურსების დამატება![წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! შევნიშნე, რომ სტატიებში ამატებთ ვებ-რესურსებს, რომლებიც ხელმიუწვდომელია და შესაბამისად, შეუძლებელია მათი სანდოობის ხარისხის დადგენა. გთხოვთ, შეწყიტეთ, მომავალში ამგვარი გარე ვებ-რესურსების დამატება სტატიებში!. - OTOGI Messages 14:58, 26 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ.... როგორც ვხვდები ეგ არის თქვენი საიტი, რომლის კონტენტი გავსებულია საკუთარი პოსტებით, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანები ამუშავებენ. ამას გარდა, იგი ხშირად ხელმიუწვდომელია. ერთი რამე დაიმახსოვრეთ, თქვენ და თქვენი საიტი ვერაფრის დამადასტურებელი ვერ იქნება, მანამ სანამ მასში გამოყენებული ლიტერატურა არ განთავსდება. ახლა გთავაზობთ ერთ აკადემიურ საიტს, რომლის კონტენტი მრავალი სამეცნიერი ლიტერატურებითაა გაჯერებული. იხილეთ: საიტი გაყევით ბოლომდე. აი ეს არის სანდო რესურსი, ხოლო თქვენი რესურსი არის გაურკვეველი წარმოშობის პოსტების ერთობლიობა, რომელსაც წყარო არ გააჩნია. ეს არის ბოლო ჩემი შეტყობინება ამ მიმართულებით. თუ კვლავ გააგრძელებთ თქვენი საიტის (?) პოპულარიაზიას და საქმეს არავიკიპედიის სასარგებლოდ თქვენი ანგარიში დაიბლოკება!. გმადლობთ!. - OTOGI Messages 16:33, 27 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! არსებითად ეს სტატია დაკოპირებული გაქვთ, რაც ვიკიპედიის წესების დარღვევაა. - OTOGI Messages 17:34, 29 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

არსებობს კიდევ ერთი დეტალი. სტატიას ესაჭიროება ვიკიფიცირება. მაგალითის სახით შეადარეთ: სიმონ ჯანაშია. ესეც იხილეთ: ვიკიპედია:ვიკიფიცირება. გმადლობთ!. - OTOGI Messages 19:38, 29 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ. ყურადღებით დააკვირდით იმას თუ რა შევცვალე სტატიაში და შემდგომში გაითვალისწინეთ. იხილეთ: აქ და აქ. - OTOGI Messages 19:49, 29 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, კახა. გაითვალისწინე, რომ განხილვის გვერდიდან წაშლა აკრძალულია, შეგიძლია დააარქივო. — Mikheil მიწერა 09:41, 30 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში მძიმის გარდა წერტილების გამოყენებაც საჭიროა--დათო1010 13:29, 4 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

კი წერტილი ვიგულისხმე--დათო1010 13:35, 4 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! მსგავს სტატიებში უნდა გამოიყენოთ ინფოდაფა → {{ინფოდაფა ხელშეკრულება}} და არა {{ინფოდაფა პიროვნება}}. სტატიაში ინფოდაფა შემდეგნაირად ჯდება: უნდა დააკოპიროთ ცარიელი სინტაქსი და მოათავსოთ იგი სტატიაში. იხ. სტატია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ შიგთავსი. არარსებული ველების მითითების დროს მონაცემები არ გამოჩნდება სტატიაში. აგრეთვე, როდესაც ადამიანი რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს, ვთქვათ, მომღერალია, მსახიობი ან დიზაინერი უნდა ჩავსვათ {{ინფოდაფა პიროვნება}}. თუ ვთქვათ კონკრეტულად მეცნიერია, მაგალითად, ვლადიმერ კრეიტერი ვიყენებთ თარგს → {{ინფოდაფა მეცნიერი}}. შევნიშნე, რომ თქვენ ინფოდაფის ველებს ალაგებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ იყოს. ასე არ ხდება. გაითვალისწინეთ რაც მოგწერეთ. - OTOGI Messages 19:31, 4 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! მაქვს კიდევ რამდენიმე შენიშვნა. პირველ რიგში სტატიის შიგთავსში ტექსტებში ტეგებს ნუ იყენებთ, ვგულისხმობ <b>ტექსტი</b> და მისთანებს. გასაგებია, რომ ხსენებული ტეგი გამოყოფს მუქად ტექსტს, მაგრამ ჩვენთან ვიყენებთ '''ტექსტი''' სამმაგ წინწკლებს ან მარტივად ეს ინსტრუმენტები განლაგებულია ზედა პანელზე, იქ, სადაც ხელს აწერთ: ესენია , და სხვა. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ ტექსტის გარკვეული ნაწილი მუქად გამოყოთ გამოყოფთ სასურველ მონაკვეთს და აკლიკებთ პანელზე არსებულ , შედეგად ტექსტი გახდება მუქი. იგივე ითქმის ადგილების გამოტოვებაზე თვით ტექსტში. იქაც სისტემას ახალი აბზაცი ნაგულისხმევად გამოაქვს თუ სასურველ წინადადებას ენტერის მეშვეობით ქვემოთ ჩამოწევთ. ანუ ტეგებს ნუ იყენებთ. ახლა რაც შეეხება ფორმატირებას, დააკვირდით, რომ სტატიაში დემოკრიტე მე მივუწერე დ. — გ. ანუ დაბადება/გარდაცვალება. მომავალში თქვენც ასე მოიქეცით, ხოლო ჩწ.აღ.მდე და მისთანების ნაცლად მიუწერეთ ძვ. წ. და ბოლოს, კატეგორიები უნდა მიუთითოთ ხოლმე სტატიებს, ეს არის მეტად აუცილებელი პროცესი, რათა სტატია „ჰაერში“ არ ეკიდოს. თუ ზემოთ ხსენებულ სტატიას გადახედავთ და ჩამოყვებით ბოლომდე შეამჩნევთ სამ კატეგორიას: [[კატეგორია:დაბადებული ძვ. წ. 460]], [[კატეგორია:გარდაცვლილი ძვ. წ. 370]], [[კატეგორია:ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]]. მომავალში თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. ამ ეტაპზე სულ ეს არის. გმადლობთ!. - OTOGI Messages 11:47, 5 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

დემოკრიტე მე ყოველგვარი ტეგების გარეშე ავაწყვე. ანუ შიგთავსში არცერთი ტეგი არ მაქვს გამოყენებული, რადგან სისტემას ყოველივე ნაგულისხმევად გამოაქვს. ტეგები მთლიანობაში გამოიყენება, მაგრამ მეტად იშვიათად და ისიც ინფოდაფებში. მაგალითად, მე, ხშირად ვიყენებ ხოლმე ტეგს → <br> ან <br />, პირველი HTML-სთვის, ხოლო მეორე XHTML-სთვის, რომელიც ორთავე მუშაობს. ეს უფრო იმისთვის, რომ მაგალითად სამეცნიერო სფერო ინფოდაფაში ლამაზად დალაგდეს. აი იხილეთ, მაგალითისთვის: გუსტავ რადე, სადაც ტეგები მაქვს გამოყენებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტატიის აწყობა ყოველგვარი რთული ტეგების გარეშეც შეიძლება, კიდევ ერთი მაგალითისთვის იხილეთ ეს უზარმაზარი სტატია: შავი ზღვა, რომელიც თითქმის ტეგების გარეშე ავაწყვე. და ბოლოს, შევამჩნიე, რომ ქართულ ვიკიპედიას აქტიურად არედაქტირებთ, რაც ფრიად სასიამოვნოა. ალბათ შეამჩნევდით, რომ ყველა სტატიას მარცხნივ სვეტში აქვს სხვადასხვა ენების ჩამონათვალი (Deutsch, English, Русский და ა.შ.) ანუ ენათშორისი ბმულები. როდესაც სტატიას სწერთ უნდა მიაბათ ქართულენოვან ვერსიაში ასებული გვერდი სხვა გვერდებს. იხ. ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები. გისურვებთ წარმატებას!. - OTOGI Messages 18:54, 5 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]