ენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენია

ენია 2022 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი
  • ენია
  • ენია პატრიშა ბრენანი
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1961 (1961-05-17) (62 წლის)
დაბ. ადგილი დორი, გვიდორი, ირლანდიის რესპუბლიკა
ჟანრ(ებ)ი ნიუ ეიჯი,
კელტური მუსიკა,
მსოფლიო მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
ვოკალისტი
მულტი
ინსტრუმენტალისტი
პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო, კლავიშებიანები, პერკუსია
აქტიური 1980–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი enya.com
ენია ვიკისაწყობში

ენია პატრიშა ბრენანი (Eithne Pádraigín Ní Bhraonáin; დ. 17 მაისი 1961) — ირლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და პროდიუსერი.

ენიას მუსიკალური კარიერა დაიწყო 1980 წელს, როდესაც იგი პირობითად შეუერთდა საოჯახო ჯგუფ Clannad-ს, შემდეგ კი სოლო-კარიერა დაიწყო. 1986 წელს მან ყურადღება მიიქცია BBC-ზე გასული სერიალით კელტები. მალე 1988 წლის ალბომმა Watermark მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. იგი ცნობილი გახდა გამორჩეული ჟღერადობით, მრავალფენოვანი ვოკალური ჰარმონიებით, ხალხური მუსიკის მელოდიებით, სინთეზატორით შექმნილი ფონით და ჰაეროვანი გამოძახილებით.[1] სიმღერებს იგი 10 სხვადასხვა ენაზე ასრულებს.[2]

წარმატება ენიას 1990-იან და 2000-იან წლებში ჰქონდა შენარჩუნებული. მისი 2000 წლის ალბომი A Day Without Rain გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით,[3] და Nielsen SoundScan-ის თანახმად იქცა აშშ-ში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვად ნიუ-ეიჯის ჟანრის ალბომად.[4] 2001 წელს მსოფლიო მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე ენიას მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალის ჯილდო.[5] იგი ითვლება ირლანდიის ყველაზე გაყიდვად სოლო-მუსიკოსად.[6] მისი ჩანაწერები გაყიდული იქნა 75 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით,[7] მათ შორის - 26,5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში,[8] რითაც ენია მოხვდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსრულებელთა სიაში. მიღებული აქვს ოთხი „გრემი“ და ოსკარის ერთი ნომინაცია.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Warner Music Australia – Enya | Official site. Warnermusic.com.au. ციტირების თარიღი: 14 August 2009.
  2. Enya Profile – Celtic New Age Music Star Enya. Worldmusic.about.com (17 May 1961). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 14 August 2009.
  3. FAQ. Enya.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 16 May 2011.
  4. New Age Albums | Billboard.. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 17 January 2012.
  5. Enrique triumphs at Monaco awards. BBC (7 March 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 March 2013.
  6. Enya's New Album Celebrates Winter. NPR. ციტირების თარიღი: 14 August 2009.
  7. Beta, Andy (2011-07-03). „A new age for New Age music“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-05. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
  8. RIAA: Top Selling Artists. RIAA. ციტირების თარიღი: 13 June 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ენია&oldid=4572854“-დან