ფრიდრიხ II შტაუფენი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
'''ფრიდრიხ II''' (დ. [[26 დეკემბერი]] [[1194]] — გ. [[13 დეკემბერი]] [[1250]]) — შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორი]] და [[შტაუფენების დინასტია|შტაუფენების დინასტიის]] მეთაური. მისი გავლენა ვრცელდებოდა იტალიიდან გერმანიამდე, და თვით იერუსალიმამდეც კი, თუმცა მისმა მტრებმა, განსაკუთრებით [[პაპი|პაპებმა]], მაინც სძლიეს მას და გარდაცვალების შემდეგ მალევე შტაუფენების დინასტია დაიშალა.
 
ფრიდრიხ II [[1220]] წლიდან სიკვდილამდე ([[1250]]) იყო საღვთო რომის იმპერატორი. ამასთან, მან ჯერ კიდევ [[1212]] წელს მიიღო რომაელთა მეფის ტიტული, ხოლო [[1215]] წლიდან არაპირდაპირ განაგებდა იმპერიას. შესაბამისად, ის იყო [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[ბურგუნდია|ბურგუნდიის]] მეფე. სამი წლის ასაკში, ფრიდრიხი აკურთხეს [[სიცილიის სამეფო|სიცილიის მეფედ]] და იყო დედის, [[კონსტანცია სიცილიელი]]ს თანამმართველი, რომელიც თავის მხრივ [[როჯერ II]]-ის ქალიშვილი იყო. ფრიდრიხის კიდევ ერთი სამეფო ტიტული იყო [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმის მეფე]], რომელიც ეფუძნებოდა ქორწინებას და [[ჯვაროსნული ლაშქრობები|მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას]].
 
ფრიდრიხს მმართველობის განმავლობაში გამუდმებული ომი ჰქონდა პაპებთან, ამის გამო ოთხჯერ იქნა ეკლესიიდან მოკვეთილი. პაპი [[გრიგოლ IX]] იმდენად შორსაც წავიდა, რომ ის [[ანტიქრისტე]]დ გამოაცხადა.

სანავიგაციო მენიუ