ლუი XVI: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.3) (Robot: Modifying mzn:لویی شونزدهم to mzn:لویی شونزهم |
|||
ხაზი 63: | ხაზი 63: | ||
[[mr:सोळावा लुई, फ्रान्स]] |
[[mr:सोळावा लुई, फ्रान्स]] |
||
[[ms:Louis XVI dari Perancis]] |
[[ms:Louis XVI dari Perancis]] |
||
[[mzn:لویی |
[[mzn:لویی شونزهم]] |
||
[[nl:Lodewijk XVI van Frankrijk]] |
[[nl:Lodewijk XVI van Frankrijk]] |
||
[[nn:Ludvig XVI av Frankrike]] |
[[nn:Ludvig XVI av Frankrike]] |
06:22, 9 თებერვალი 2013-ის ვერსია
ლუი XVI დე ბურბონი (ფრანგ. Louis XVI de Bourbon; დ. 23 აგვისტო, 1754, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 21 იანვარი, 1793, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1774-1792 და ნავარის მეფე 1774-1789 წლებში. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი.
გამეფდა მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომლის გადალახვასაც შეეცადა ან რობერ ჟაკ ტიურგოსა და ჟაკ ნეკერის რეფორმებით. მაგრამ პრივილეგირებულმა წოდებებმა აიძულეს ლუი XVI უარი ეთქვა რეფორმებზე და გადაეყენებინა ნეკერი. კრიზისის შემდგომი გამწვავების გამო მეფემ 1788 წელს დააბრუნა ნეკერი და მეორე წელს მოიწვია გენერალური შტატები. ხელს უშლიდა გენერალური შტატების ჯერ ეროვნულ, ხოლო შემდეგ დამფუძნებელ კრებად გადაქცევას, მაგრამ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყების შემდეგ იძულებული იყო ფორმალურად ეცნო დამფუძნებელი კრება და დაემტკიცებინა მისი მთელი რიგი დეკრეტები. ამავე დროს ლუი XVI საიდუმლოდ ამზადებდა კონტრრევოლუციურ გადატრიალებას, მარი ანტუანეტთან ერთად ესწრაფვოდა ავსტრიისა და პრუსიის შეიარაღებულ გამოსვლას რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ. 1791 წელს შეეცადა გაქცეულიყო საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად, მაგრამ საზღვარზე იცნეს და დატყვევებული დააბრუნეს პარიზში. 1792 წლის 10 აგვისტოს აჯანყების შედეგად ლუი XVI ტახტიდან ჩამოაგდეს, კონვენტმა გაასამართლა და 1793 წლის 21 იანვარს გილიოტინით სიკვდილი მიუსაჯეს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 306-307.
რესურსები ინტერნეტში
- (ფრანგული) Acte de mariage de Louis XVI
- (ფრანგული) Arbre généalogique du père de Louis XVI, Louis de France (1729-1765) sur l'Encyclopédie Diderot
- (ფრანგული) Testament de Louis XVI
|