აფონსუ I (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
დაახლოვებით → დაახლოებით
(r2.6.4) (ბოტის შეცვლა: ms:Afonso I dari Portugal)
(დაახლოვებით → დაახლოებით)
 
=== მეფობა და რეკონკისტა ===
დაახლოვებითდაახლოებით ამ პერიოდში პორტუგალიის ნაპირებს მოადგნენ მთელი ევროპიდან შეკრებული [[ჯვარისნები]], რომლებიც აქედან [[პალესტინა]]ში უნდა წასულიყვნენ. აფონსომ ელჩები გაუგზავნა მათ იმაში დასარწმნებლად, რომ ისინი თავის ფიცს იმ შემთხვევაშიც შეასრულებდნენ, თუ კი მას დაეხმარებოდნენ არაბებისგან ქალაქ [[ლისაბონი]]ს დახსნაში. ქრისტიანებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. მუსულმანები თავს იცავდნენ და ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ. ალყა 4 თვე გაგრძელდა. ლისაბონში შიმშილი დაიწყო და ქალაქის მცველები იძულებულნი გახდნენ მოლპარაკებები დაეწყოთ. აფონსომ მათ საშუალება მისცა [[ქალაქი]] დაეტოვებინათ, მაგრამ იარაღი და ქონება არ უნდა წაეღოთ. ჯვაროსნებმა მიიღეს ნადავლით თავისი წილი და გასცურეს [[სირია|სირიისკენ]], აფონსო კი [[1147]] წელს შევიდა ქალაქში.
 
აქამდე დედაქალაქი [[კოიმბრა]] იყო, ახლა ალფონსომ იგი ლისაბონში გადმოიტანა, ვინაიდან ეს ზღვისპირა ქალაქი იყო მშვენიერ ადგილას. ამის შემდეგ მეფემ აიღო [[ალკასერ-დუ-სოლი]], [[ბეჟა]] და ბოლოს [[1166]] წელს [[ევორა]], [[ალენტეჟუ]]ს ოლქის მთავარი ქალაქი. შემდეგ აიღო [[მურა]], [[სერპა]], [[ელვასი]] და სახელმწიფოს საზღვრები [[გვადიანა]]მდე გაზარდა. [[1171]] წელს აფონსო წარმატებით შეებრძოლა არაბებს [[სანტარემე]]სთან და [[1184]] წელს იქვე დაამარცხა ალმაგადი იუსუფი.

სანავიგაციო მენიუ