პედრუ V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედრუ V
Pedro V o Esperançoso
პორტუგალიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 15 ნოემბერი, 1853
მმართ. დასასრული: 11 ნოემბერი, 1861
წინამორბედი: მარია II
მემკვიდრე: ლუიშ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1837
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 11 ნოემბერი, 1861
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენი
დინასტია: ბრაგანსის დინასტია
მამა: ფერნანდუ II
დედა: მარია II
რელიგია: კათოლიციზმი

პედრუ V (პორტ. Pedro V o Esperançoso; დ. 16 სექტემბერი, 1837, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 11 ნოემბერი, 1861, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე 1853–1861 წლებში. ბრაგანსის დინასტიიდან პორტუგალიის დედოფლის მარია II-ისა და მისი საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან მისი მეუღლის ფერნანდუ II-ის შვილი.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა მამამისი, რომელმაც კარგი განათლება მისცა საკუთარ შვილს და სამოგზაუროდ გააგზავნა ევროპის ქვეყნებში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1858 წელს დაქორწინდა სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენზე (1837–1859). მეუღლის ადრეულმა გარდაცვალებამ მეფე მელანქოლიაში ჩააგდო და არც გამოსულა მდგომარეობიდან გარდაცვალებამდე. სამეფო ტახტი გადავიდა მისი ძმის ლუიშ I-ის ხელში, რადგან მას ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Castelo Branco e Torres, João Carlos Feo Cardoso de (1838). Resenha das familias titulares do Reino de Portugal: acompanhada das notícias biographicas de alguns individuos das mesmas famílias (Portuguese). Lisbon: Imprensa Nacional-Casa da Moeda. 
  • Pinto, Albano da Silveira (1883). Resenha das familias titulares e grandes de Portugal (Portuguese). Lisbon: Francisco Arthur da Silva.