შინაარსზე გადასვლა

პორტუგალიის საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტუგალიის პირველი საგრაფო 1070 წელს

პორტუგალიის საგრაფო – სახელწოდება, რომელიც ორი ფეოდალური პერიოდის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელიც არსებობდა 868-1139 წწ. შორის პერიოდში თანამედროვე პორტუგალიის ტერიტორიაზე.

პორტუგალიის პირველი საგრაფო (პორტ. Condado de Portucale) – ფეოდალური გაერთიანება, რომელიც დააარსა ვიმარა პერეშმა რეკონკისტის დაწყების შემდეგ პირენეს ნახევარკუნძულის ნაწილზე 868 წელს. ნუნუ მენდეშის გარდაცვალების შემდეგ 1071 წელს, პორტუგალიის საგრაფო შეუერთდა გალისიის სამეფოს.

პორტუგალიის მეორე საგრაფო (პორტ. Condado Portucalense) - ფეოდალური გაერთიანება, რომელიც დაარსდა 1093 წელს ალფონსო VI კასტილიელის მიერ, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია აჩუქა თავის სიძეს რეკონკისტის აქტიურ მონაწილეს, ენრიკე ბურგუნდიელს[1]. მეორე საგრაფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად აღემატებოდა პირველი საგრაფოს ტერიტორიას.

1139 წელს პორტუგალიის საგრაფომ მიიღო დამოუკიდებლობა. დამოუკიდებელი პორტუგალიის პირველი მეფე გახდა ენრიკე ბურგუნდიელის შვილი აფონსუ I დიდი.

პორტუგალიის გრაფების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის გრაფები: ვიმარა პერეშის დინასტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


#სახელისურათი-დან-მდეშენიშვნა
1ვიმარა პერეში 868873
2ლუსიდიუ ვიმარანეში 873895ვიმარა პერეშის შვილი
3ონეგა ლუსიდეში
(დიოგუსთან ერთად)
895924ლუსიდიუ ვიმარანეშის შვილი. მართავდა მეუღლესთან, დიოგო ფერნანდეშთან, ერთად
4მუმადონა დიაში
(მენდუ I-თან ერთად)
924950ონეგა ლუსიდეშის და დიოგო ფერნანდეშის შვილი. მართავდა მეუღლესთან, მენდუ I-თან ერთად.
5გონსალო I მენდესი 950997მუმადონა დიაშის და მენდუ I-ის შვილი.
6მენდუ II 9971008გონსალო I მენდესის შვილი (ან შვილიშვილი?).
7ალვიტო ნუნეში 10081015
8ილდუარა მენდეში
(ნუნუ I-თან ერთად)
10151028მენდუ II შვილი. მართავდა მეუღლესთან, ალვიტო ნუნეშის შვილთან ნუნუ I ერთად.
9მენდუ III 10281050
10ნუნუ II 10501065ვიმარა პერეშის დინასტის უკანასკნელი გრაფი;

პორტუგალიის გრაფები: ბურგუნდიელთა დინასტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
#სახელისურათი– დან– მდეშენიშვნა
1ენრიკე ბურგუნდიელი 10961112აფონსუ I-ის მამა.
2ტერეზა ლეონელი 11121128საკუთარი შვილის რეგენტი (1112 - 1128).
3აფონსუ I 112827 ივლისი, 11391139—1185 წწ. პორტუგალიის პირველი მეფე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ ენრიკე ბურგუნდიელი დაქორწინებული იყო ალფონსო VI კასტილიელის ქალიშვილზე, ტერეზა ლეონელზე