ლუსიდიუ ვიმარანეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუსიდიუ ვიმარანეში
Lucidio Vimaranes
პორტუგალიის მე-2-ე გრაფი
მმართ. დასაწყისი: 873
მმართ. დასასრული: 895
წინამორბედი: ვიმარა პერეში
მემკვიდრე: ონეგა ლუსიდეში
გარდ. თარიღი: 922 წლის შემდეგ
მეუღლე: გუდილონა მენდეში
შვილები: 6 შვილი
დინასტია: ვიმარა პერეშის დინასტია
რელიგია: ქრისტიანობა

ლუსიდიუ ვიმარანეში (პორტ. Lucidio Vimaranes, ესპ. Lucídio Vimaraz) (გ. 922 წლის შემდეგ) — პორტუგალიის საგრაფოს მე-2-ე გრაფი (873–895 წწ.).

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ონომასტიკურ საფუძველზე დაყრდნობით, სავარაუდოდ იგი არის ვიმარა პერეშის ერთადერთი ვაჟი, თუმცა IX-X საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ამ ურთიერთობის შესახებ არაფერი არ არის ნახსენები. ვიმარა პრეშის გარდაცვალების შემდეგ ასტურიის მეფის ალფონსო III დიდის თანხმობით მისი მემკვიდრე სწორედ ლუსიდიუ გახდა. გრაფ ლუსიდიუს მმართველობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ იგი აქტიურად არ მონაწილეობდა რეკონკისტაში. სავარაუდოდ, 895 წელს უცნობი მიზეზის შედეგად ალფონსო III-მ ლუსიდიუ ვიმარანეში გადააყენა გრაფობის თანამდებობიდან.

ლუსიდიუს შემდეგ ცხოვრებაზე ცნობილი ხდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიდან. სავარაუდოდ გრაფობის შემდეგ იგი ცხოვრობდა მამამისის აშენებულ დასახლება გიმარაინშში. 910 წელს იგი მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი რეგიონის მმართველი, ხოლო 911 წელს ლუსიდიუ ადგილობრივი კრების წევრია.

ლუსიდიუ ვიმარანეშის მიერ ხელმოწერილი უკანასკნელი დოკუმენტი დათარიღებულია 922 წლით. 927 წლის დოკუმენტი კი უკვე მას მოიხსენიებს როგორც მიწების ყოფილ მფლობელს, მაგრამ უცნობია იგი ამ დროს ცოცხალია თუ გარდაცვლილია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუსიდიუ დაქორწილებული იყო გუდილონა მენდეშzე, კოიმბრის გრაფის შვილზე, რომელთანაც შეეძინა 6 შვილი:

  • ონეგა ლუსიდეში (გ. 959) – პორტუგალიის გრაფინია (895-924 წწ). გიმარაინშის პირველი გრაფის დიოგუ ფერნანდეშის ცოლი.
  • ტედონ ლუსიდეში (გ. 942 წლის 26 სექტემბრის შემდეგ)
  • ბერმუდუ ლუსიდეში (გ. 926 წლის შემდეგ)
  • როდრიგუ ლუსიდეში (გ. 942 წლის 26 სექტემბრის შემდეგ)
  • ალვიტუ ლუსიდეში (გ. 950 წლის 18 დეკემბრის შემდეგ) — ცოლად ჰყავდა მუნიი დიაში (გ. დაახლ. 973 წელს), გიმარაინშის გრაფის დიოგუ ფერნანდეშის შვილი
  • სუერუ (გ. 942 წლის 26 სექტემბრის შემდეგ)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]