შინაარსზე გადასვლა

სოფლის მეურნეობა ირანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრინჯის მინდვრები ბონდფეიში, ჩრდილოეთ ირანში

ირანის ტერიტორიის თითქმის ⅓ ფერმებისთვის გამოსადეგია, თუმცა უნაყოფო ნიადაგისა და წყლის განაწილების ნაკლოვანების გამო ბევრი ტერიტორია კულტივაციისთვის არ გამოიყენება. ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12% გამოიყენება სათესებად, ბაღებად და ვენახებად, თუმცა ირიგაცია კულტივირებული მიწების ⅓-ზე ნაკლებზეა გაყვანილი. დანარჩენ ტერიტორიაზე მშრალი ფერმებია გავრცელებული. სოფლის მეურნეობის პროდუქტების 92% წყალზეა დამოკიდებული.[1] ირანში ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების ინდექსი 96%-ს უდრის.[2]

ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 3% სათიბ-საძოვრებად გამოიყენება. საძოვრები მეტწილად ნახევრად მშრალ მთიანეთებსა და ცენტრალური ირანის დიდი უდაბნოების ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზე მდებარეობს.

არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას 53% უკავია: ქვეყნის ტერიტორიის 39% უდაბნოებით, მარილის ტბებითა და შიშველი კლდოვანი მთებითაა დაფარული, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენება. 7% ტყეებითაა დაფარული. კიდევ 7% ქალაქებს, სოფლებს, სამრეწველო ტერიტორიებსა და გზებს უკავია.

XX საუკუნის ბოლოს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 20%-ს შეადგენდა. ფერმების დიდი ნაწილი პატარაა, 25 აკრზე ნაკლებია, ეკონომიკურად მომგებიანი ნაკლებადაა, რასაც დიდ ქალაქებში ფართომასშტაბიანი მიგრაცია სდევს თან. წყლის სიმწირესთან და ნიადაგის უნაყოფობასთან ერთად, თესლებიც დაბალი ხარისხისაა და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიაც ნაკლებადაა განვითარებული.

მიწის გამოყენება და ირიგაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიწის გამოყენება ირანში

მსოფლიოში საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 800 მმ-ია. ირანისთვის ეს მაჩვენებელი 220 მმ-ს უდრის. საერთო ჯამში, ირანის ნიადაგი ფართომასშტაბიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შესაბამისი არ არის.[3] ქვეყნის საერთო ფართობის დაახლოებით 12%-ია (1 636 000 კმ²) კულტივირებული.

ირანში როგორც წვიმის წყალზე დაფუძნებული, ისე ირიგაციით შექმნილი ფერმები ფუნქციონირებენ.2005 წელს 13.05 მლნ ჰექტარი მიწა იყო კულტივირებული. ამ ტერიტორიის 50.45% ირიგაციაზე, ხოლო დარჩენილი 49.55% წვიმის წყლის სისტემაზეა დაფუძნებული.[4] 2013 წლისთვის კულტივირებული მიწების ფართობი, სადაც ირიგაციაა გაყვანილი, 8 მილიონ ჰექტარამდე გაიზარდა, ხოლო 10 მლნ ჰექტარი წვიმის წყლის სისტემაზეა დამოკიდებული.[5]

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ტემმპერატურის მერყეობა და კლიმატური ზონების მრავალფეროვნება სოფლის მეურნეობის მრავალი სახის პროდუქტის კულტივირების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის: მარცვლეულის (ხორბალი, ქერი, ბრინჯი და სიმინდი), ხილის (ბროწეული, ლეღვი, ნესვი და ყურძენი), ბოსტნეული, ბამბა, შაქრის ლერწამი, შაქრის ჭარხალი, Pistacia vera (რომლის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში[6]), კაკალი, ზეთისხილი, სანელებლები, ჩამიჩი (მესამე უმსხვილესი მწარმოებელი და მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში[7]), ჩაი, თამბაქო, კოწახური (მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი[8]) და სამკურნალო მცენარეები.[9] ირანში 2 000-ზე მეტი მცენარის ჯიში ხარობს, რომელთაგან ასამდე ჯიში ფარმაცევტულ მრეწველობაში გამოიყენება.

ქვეყნის მთავარი კულტურები ბრინჯი, ხორბალი და ქერია. ირანში მარცვლეულის სექტორი მკაცრად რეგულირებდა. მწარმოებლები პესტიციდებსა და სასუქზე სუბსიდიებს იღებენ და მათ მარცვლეულზე გარანტირებული ფასიც აქვთ.[10]

ჩაის ფერმა მოსავლის აღების დროს ლაჰიჯანში, ჩრდილოეთ ირანში

ხორბალი: 2007 წელს ირანმა ექსპორტზე 600 000 ტონა ხორბალი გაიტანა (წარმოებული 15 მლნ ტონიდან).[11] 2008 წელს გვალვის გამო ირანს 7 მილიონი ტონა ხორბლის იმპორტი დასჭირდა.[12]

ბრინჯი: 2008 წლისთვის ირანში ბრინჯის წარმოება წლიურად 2.2 მილიონ ტონას უდრიდა, ხოლო მოხმარების დონე დაახლოებით 3 მლნ რონას. 2008 წელს ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პაკისტანიდან და ურუგვაიდან 271 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების 630 000 ტონა ბრინჯი შეიტანა, ხოლო 2009 წელს 1.4 მლნ ტონა, რომლის ღირებულებაც 800 მლნ ამერიკულ დოლარს უდრიდა.[13][14] 2010 წელს ირანში ბრინჯის იმპორტი 40%-ით შემცირდა.[15] ირანში ერთ ადამიანზე ბრინჯის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 45.5 კგ-ია, რითიც მე-13 ადგილზეა მსოფლიოში.[16] ბრინჯი მეტწილად ჩრდილოეთ ირანში, მაზანდარინსა და გილანის ოსტანებში მოჰყავთ.

ფისტა: ირანი Pistacia vera-ის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში. უსწრებს აშშ-სა და თურქეთსაც. ნავთობისა და ხალიჩების შემდეგ ფისტა ირანის უდიდესი საექსპორტო პროდუქციაა. 2008 წელს ექსპორტი 200 000 ტონას გაუტოლდა.[17] 350 000-ზე მეტი ადამიანისთვის საარსებო წყარო კაკლის ნაყოფებზეა დამოკიდებული. 2010 წელს ფისტას ბაზარზე ირანის წილი 50%-მდე გაიზარდა.[18]

შაქარი: 2008 წელს ირანში ქვეყნის მასშტაბით 400 000 ― 600 000 ტონა შაქრის დეფიციტი იყო.[19] ბოლო წლებში შაქრის კომპანიები იაფი შაქრის მასობრივი იმპორტის გამო ზარალდებოდნენ, რამაც 2008 წელს შაქრის წარმოება 50%-ით შეამცირა. ადგილობრივი შაქრის წარმოებაზე ასეთი გავლენის მიზეზი იმპორტის გადასახადის ნაკლებობა იყო.[20]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საერთაშორისო ორგანიზაციები
სამთავრობო ვებგვერდები
სპეციალიზებული ანგარიშები
სტატიები
ზოგადი
  1. Agriculture in Iran. ციტირების თარიღი: February 19, 2016
  2. Iran Food security (2014-08-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: February 19, 2016
  3. Half of Iran's fields now dried out. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 2022-11-13.
  4. Resources - Iran Agriculture Brief. Atieh Bahar (2008-10-20). ციტირების თარიღი: 2011-09-22
  5. Ayse, Valentine; Nash, Jason John; Leland, Rice (January 2013) The Business Year 2013: Iran. The Business Year, გვ. 142. ISBN 978-1-908180-11-7.  დაარქივებული 2016-12-27 საიტზე Wayback Machine.
  6. BBCPersian.com. Bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2012-01-21
  7. nimrooz.net, webmaster@nimrooz.net. Iranian exporter of raisins, dates fruit and pistachio in Iran, Latest news from AHT. Sahravi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-21. ციტირების თარიღი: 2011-09-22
  8. Faostat. Faostat.fao.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2011-09-22
  9. Iran Daily - Panorama - 01/18/07 დაარქივებული March 2, 2009, საიტზე Wayback Machine.
  10. Iran Agribusiness Report Q2 2010 - new market analysis released. Pr-inside.com (2010-03-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-12. ციტირების თარიღი: 2011-09-22
  11. Iran Daily: Trade With PGCC To Improve Retrieved April 7, 2008 დაარქივებული March 7, 2008, საიტზე Wayback Machine.
  12. IndexMundi.
  13. Iran Daily - Domestic Economy - 11/18/08. ციტირების თარიღი: February 19, 2016
  14. Iran Daily - Domestic Economy - 08/16/09. ციტირების თარიღი: February 19, 2016
  15. No. 3828 | Domestic Economy | Page 4. Irandaily. ციტირების თარიღი: 2011-09-22
  16. Iran Daily - Domestic Economy - 04/14/09. ციტირების თარიღი: February 19, 2016
  17. Iran Daily - Domestic Economy - 12/03/08.
  18. Iran Holds a 50% Share in World Pistachio Market. Payvand.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2011-09-22
  19. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ციტირების თარიღი: June 7, 2009
  20. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2011-11-12