სოფლის მეურნეობა ინდონეზიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრინჯის კულტივაცია ბანგლის სარეგენტოში, ბალიზე

სოფლის მეურნეობა ინდონეზიაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია. ბოლო 50 წელიწადში ინდუსტრიალიზაციისა და მომსახურების სექტორის განვითარების შედეგად მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შესამჩნევლად შემცირდა, თუმცა ინდონეზიის შინამეურნეობების უმრავლესობისთვის ფერმები და პლანტაციები შემოსავლების მთავარ წყაროდ რჩება. 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 14.43% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა, რაც მცირედით ნაკლებია 2003 წლის წილზე (15.19%).[1] 2012 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში 49 მილიონი ინდონეზიელი იყო დასაქმებული, რაც ქვეყნის მთლიანი სამუშაო ძალის 41%-ს უტოლდებოდა.[2]

ამჟამად სოფლის მეურნეობისთვის ინდონეზიის ტერიტორიის დაახლოებით 30% გამოიყენება. ინდონეზიაში სოფლის მეურნეობის სექტორს ინდონეზიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს და არეგულირებს.[3]

ინდონეზიის სოფლის მეურნეობის სექტორი ორი ნაწილისგან შედგება: დიდი პლანტაციები, რომლებიც შეიძლება კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში იყოს და მცირე ფერმები, რომლებიც მეტწილად შინამეურნეობების მფლობელობაშია.[2]

საექსპორტო პროდუქცია, როგორებიცაა პალმის ზეთი და კაუჩუკი, მეტწილად დიდი პლანტაციებიდან მიიღება, ხოლო მცირე ფერმები ჰორტიკულტურებზე არიან ფოკუსირებული, როგორებიცაა: ბრინჯი, სიმინდი, სოიო, მანგო, ხილი და ბოსტნეული, რაც ადგილობრივი და რეგიონული მოხმარების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო.[2]

ინდონეზია ტროპიკულ სარტყელში მდებარეობს და უხვი წვიმებითა და მზის ნათების ხანგრძლივობით გამოირჩევა, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ქვეყანა უხვ და ნაყოფიერ ნიადაგებს ფლობს. ინდონეზია მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფოა და სოფლის მეურნეობის მრავალფეროვან პროდუქციას აწარმეობს, მათ შორის: პალმის ზეთს, ბუნებრივ აუჩუკს, კაკაოს, ყავას, ჩაის, სართავ ბანანა, ბრინჯსა და ტროპიკულ სანელებლებს.[2]

ამჟამად ინდონეზია პალმის ზეთის,[4] მიხაკის ხისა[5] და დარიჩინის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში,[6] მეორე ადგილზეა რეზინის,[7][8] სართავი ბანანის,[9] ვანილის,[10] ქოქოსის ზეთისა[11] და ჯავზის წარმოების მხრივ;[12] მესამეზე ― ბრინჯისა[13] და კაკაოს წარმოების მხრივ;[14] მეოთხეზე ― ყავის,[15] მეხუთეზე ― თამბაქოს[16] და მეექვსეზე ― ჩაის წარმოების მხრივ.[17]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმის ზეთის პლანტაციები ინდონეზიაში. ამჟამად ინდონეზია პალმის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.

2018 წელს ინდონეზიამ აწარმოა: 115.2 მლნ ტონა პალმის ზეთი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში); 83 მლნ ტონა ბრინჯი (მესამე უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ); 30.2 მლნ ტონა სიმინდი (მე-6 უმსხვილესი მაჩვენებელი მსოფლიოში); 21.7 მლნ ტონა შაქრის ლერწამი (მე-12 ადგილი); 18.5 მლნ ტონა ქოქოსი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში); 16.1 მლნ ტონა სართავი ბანანი (მე-6 ადგილი); 7.2 მლნ ტონა ბანანი (მე-5 ადგილი); 3.6 მლნ ტონა რეზინი (მე-2 ადგილი, ჩამორჩება მხოლოდ ტაილანდს), 3 მლნ ტონა მანგო (მანგოსტინისა და გუავას ჩათვლით; მეოთხე ადგილი, ინდოეთის, ჩინეთისა და ტაილანდის შემდეგ); 2.5 მლნ ტონა წიწაკა (მე-4 ადგილი, ჩინეთის, მექსიკისა და თურქეთის შემდეგ); 2.5 მლნ ტონა ფორთოხალი (მე-8 ადგილი); 1.8 მლნ ტონა ანანასი (მე-5 ადგილი, კოსტა-რიკის, ფილიპინების, ბრაზილიისა და ტაილანდის შემდეგ); 1.8 მლნ ტონა ტკბილი კარტოფილი (მე-6 ადგილი); 1.5 მლნ ტონა ხახვი (მე-14 ადგილი); 1,4 მლნ ტონა კომბოსტო; 1.2 მლნ ტონა კარტოფილი, 976 ათასი ტონა პომიდორი, 953 ათასი ტონა სოიო, 939 ათასი ტონა ლობიო, 887 ათასი ტონა პაპაია (მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, ინდოეთის, ბრაზილიის, მექსიკისა და დომინიკელთა რესპუბლიკის მიხედვით); 722 ათასი ტონა ყავა (მე-3 ადგილი, ბრაზილიისა და ვიეტნამის შემდეგ); 593 ათას ტონა კაკაო (მე-3 ადგილი მსოფლიოში, კოტ დ'ივუარისა და განის შემდეგ); 410 ათასი ტონა ავოკადო (მე-4 ადგილი, მექსიკის, დომინიკელთა რესპუბლიკისა და პერუს შემდეგ).

ამასთან, ინდონეზიამ შედარებით მცირე მოცულობით სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებიც აწარმოა: პრასი (573 ათასი ტონა), ბადრიჯანი (551 ათასი ტონა), კიტრი (433 ათასი ტონა), ჯანჯაფილი (207 ათასი ტონა), აკაჟუ (136 ათასი ტონა, მე-10 ადგილი მსოფლიოს მასშტაბით), მიხაკის ხე (13 ათასი ტონა), თამბაქო (181 ათასი ტონა, მე-6 ადგილი) და სხვ.[18]

პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯის ტერასები ბალიზე

სოფლის მეურნეობა სურსთის წარმოებასაა და სურსათის უსაფრთხოებაში, ასევე ინდონეზიის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.[19]

ზღის პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს ზღვრის პროდუქტების წარმოების მასშტაბი 22.31 მილიონ ტონას გაუტოლდა, რომლის ღირებულებაც 18.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 2011-2015 წლებში როგორც შიდა წყლებში, ისე ზღვებში ზღვის პროდუქტები სტაბილურად მოიპოვებოდა. ამავე პერიოდში გაიზარდა აკვაკულტირებში ზღვის პროდუქტების წარმოების მასშტაბებიც.[20]

ბრინჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიელთა კვების შეუცვლელი პროდუქტია ბრინჯი.[21] ტიპურ ინდონეზიურ კერძს თან ახლავს მომზადებული ბრინჯი. ინდონეზია მესამე ადგილზეა ბრინჯის წარმოების მხრივ ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ. თუმცა ინდონეზიის მოსახლეობის სიმრავლის გამო წარმოებული ბრინჯი ქვეყნის შიგნით მოიხმარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Estu Suryowati (12 August 2014). „Satu Dekade, Kontribusi Pertanian terhadap PDB Menurun“. Kompas (ინდონეზიური).
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Pertanian di Indonesia (Agriculture in Indonesia). Indonesia Investments. ციტირების თარიღი: 5 December 2015
  3. Sejarah Kementerian Pertanian id. Kementerian Pertanian RI (Indonesian Ministry of Agriculture). ციტირების თარიღი: 2015-12-07
  4. Palm Oil Production by Country in 1000 MT. Index Mundi.
  5. Top Production, Cloves, 2012. FAOSTAT.
  6. Top Production, Cinnamon (canella), 2012. FAOSTAT.
  7. Top Production, Rubber, natural, 2012. FAOSTAT.
  8. Chemical Economics Handbook, Natural Rubber. IHS (July 2014).
  9. Top Production, Cassava, 2012. FAOSTAT.
  10. Top Production, Vanilla, 2012. FAOSTAT.
  11. Coconut Oil Production by Country in 1000 MT. Index Mundi.
  12. Top Production, Nutmeg, mace and cardamoms, 2012. FAOSTAT.
  13. Top Production, Rice Paddy, 2012. FAOSTAT.
  14. Top 10 Cocoa Producing Countries. World Atlas.
  15. Top 10 Coffee Producing Countries (2014). World Atlas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-05. ციტირების თარიღი: 2015-12-04
  16. Leading 10 tobacco producing countries worldwide in 2013 (in 1,000 metric tons). Statista.
  17. The Worlds Top 10 Tea Producing Nations. World Atlas.
  18. Indonesia production in 2018, by FAO
  19. Indonesia. Food Security Portal.
  20. Fisheries Country Profile: Indonesia (June 2018).
  21. Taylor, Jean Gelman (2003). Indonesia: Peoples and Histories. New Haven and London: Yale University Press, გვ. 8–9. ISBN 0-300-10518-5.