სნაიფედლსიეკუდლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სნაიფედლსიოკიუდლი)
სნაიფედლსიეკუდლი
Snæfellsjökull
სნაიფედლსიეკუდლი ზამთარში
სნაიფედლსიეკუდლი ზამთარში
კოორდინატები: 64°48′ ჩ. გ. 23°47′ დ. გ. / 64.800° ჩ. გ. 23.783° დ. გ. / 64.800; -23.783
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
სნაიფედლსიეკუდლი — ისლანდია
სნაიფედლსიეკუდლი

სნაიფედლსიეკუდლი (ისლ. Snæfellsjökull) — მყინვარი ისლანდიაში; მდებარეობს ნახევარკუნძულ სნაიფელსნესის კიდეზე, ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში. მყინვარის სიმაღლეა 1446 მეტრი. მყინვარის დედნისეული სახელი ქართულად გამოითქმის როგორც სნაიფედლსჲოკჲუდლ.

ყინულის ქვეშ მდებარე ვულკანი სნაიფელდსი ისლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. ყინულით დაფარულ ვულკანს სახელი გაუთქვა ფრანგმა მწერალმა ჟიულ ვერნმა, რომელმაც 1864 წელს თავის რომანში „დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობა“ მოქმედების არეალად სწორედ ეს ადგილი შეარჩია. ვერნმა მოახერხა სნაიფედლსიეკუდლისთვის „ქვესკნელის კარიბჭის“ რეპუტაცია დაემკვიდრებინა.

ვულკანი უკანასკნელად XVIII საუკუნეში ამოიფრქვა, თუმცა საბოლოოდ ჩამქრალად დღემდე არ მიიჩნევენ.

დარში მყინვარის დანახვა რეიკიავიკიდანაც შეიძლება ფაქსაფლოუის ყურეზე გახედვით, იმის მიუხედავად, რომ ყურიდან მყინვარი დაახლოებით 120 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]