შინაარსზე გადასვლა

ეიაფიადლაიეკუდლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიაფიადლაიეკუდლი
Eyjafjallajökull
ეიაფიადლაიეკუდლი
ეიაფიადლაიეკუდლი
კოორდინატები: 63°37′12″ ჩ. გ. 19°36′48″ დ. გ. / 63.62000° ჩ. გ. 19.61333° დ. გ. / 63.62000; -19.61333
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 100 კმ²
ეიაფიადლაიეკუდლი — ისლანდია
ეიაფიადლაიეკუდლი

ეიაფიადლაიეკუდლი (ისლ. Eyjafjallajökull; [ˈɛɪjaˌfjatl̥aˌjœkʏtl̥] ; eyja [ˈɛɪja] — კუნძული, fjall [fjatl̥] — მთა და jökull [ˈjœkʏtl̥] — მყინვარი) — ერთ-ერთი მცირე ყინულქუდი სამხრეთ ისლანდიაში, რომელიც გაწოლილია სკოუგარის ჩრდილოეთით და მირდალსიეკუდლის დასავლეთით.[1] ყინულქუდი ფარავს ვულკანის კალდერას. უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1651 მეტრს. ეიაფიადლაიეკუდლის ფართობია დაახლოებით 100 კმ².

ეიაფიადლაიეკუდლის წვერზე მდებარეობს ყინულის დიდი მასა, ხოლო სამხრეთით არის ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლი. ამ მიდამოების სიახლოვეს არის ჩანჩქერი სკოუგარფოსი.[2].

მყინვარ ეიაფიადლაიეკუდლის ქვეშ არის კონუსური ფორმის ამავე სახელწოდების ვულკანი,[3] რომლის ვულკანური კრატერის დიამეტრი შეადგენს 3-4 კილომეტრს, პირველი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 920 წელს, შემდგომი ამოფრქვევები მოხდა 1612 და 1821-1823 წლებში.[4] გამყინვარების პერიოდის შემდეგ ამ ვულკანის ამოფრქვევები, შედარებით ხშირად ხდება.

ეიაფიადლაიეკუდლის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 2010 წლის 20 მარტსა და 14 აპრილს. ვულკანის ირგვლივ არსებული ტერიტორიიდან ევაკუირებული იქნა 500 ადამიანი. ამ ამოფრქვევის შემდეგ ატმოსფეროში გავრცელებული ფერფლის გამო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა.

  1. ეიაფიადლაიეკუდლი — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
  2. Вулкан Эйяфьялайокуль // Всё о геологии
  3. Исландия. Справочная карта. Масштаб 1:1000000. — М.: ГУГК, 1981.
  4. Last Eyjafjallajökull Eruption Lasted Two Years, Iceland Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2010-04-18.