ტუნგნაფედლსიეკუდლი (ისლ.Tungnafellsjökull) — მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს ისლანდიის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, ნორდურლანდ-ისტრის ტერიტორიაზე. შედის ვატნაიეკუდლის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მყინვარის ფართობი შეადგენს 48 კმ²-ს, სიგრძე — ~ 10 კმ-ს, სიგანე — 5-6 კმ-ს.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების ვულკანს. მყინვარის უმაღლესი წერტილის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1540 მ სიმაღლეზე. მყინვარის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-შია ისლანდიის უდიდესი მყინვარი ვატნაიეკუდლი. მყინვარზე პირველი სამეცნიერო კვლევები ჩაატარა გერმანელმა გეოლოგმა ჰანს რეკმა XX საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს. პირველი წარმატებული ასვლა მყინვარზე განახორციელა შვეიცარიელმა ჰერმან სტოლმა 1911 წელს.[2]