თოურისიეკუდლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თოურისიეკუდლი
Þórisjökull
თოურისიეკუდლი
თოურისიეკუდლი
კოორდინატები: 64°32′31″ ჩ. გ. 20°42′56″ დ. გ. / 64.54194° ჩ. გ. 20.71556° დ. გ. / 64.54194; -20.71556
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 32 კმ²
სიგრძე ≈ 8 კმ
თოურისიეკუდლი — ისლანდია
თოურისიეკუდლი

თოურისიეკუდლი (ისლ. Þórisjökull) — პატარა მყინვარი და ვულკანი ისლანდიაში, ლაუნგიეკუდლის სამხრეთ-დასავლეთით, ისლანდიის პლატოს დასავლეთ ნაწილში. გაწოლილია ვესტურლანდისა და სუდურლანდის რეგიონების საზღვარზე. მყინვარის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობს კალდიდალსვეგურის მაღლობი, ხოლო ცოტა უფრო შორს — ფარისებრი ვულკანი ოკი. მყინვარის ფართობი შეადგენს 32 კმ²-ს, სიგრძე — ≈ 8 კმ-ს, სიგანე — ≈ 4 კმ-ს.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების ვულკანს. უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1350 მ-ია.

წარსულში, კერძოდ, დაახლოებით XVIII საუკუნის ბოლომდე, თოურისიეკუდლი მყინვარ ლაუნგიეკუდლის ნაწილს შეადგენდა. სახელწოდება წარმოსდგება ისლანდიური საგის ერთ-ერთი პერსონაჟის ტროლ თოურის (ისლ. Þóri) სახელიდან, რომელიც ცხოვრობდა სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]