ჰოფსიეკუდლი (ისლ.Hofsjökull — „ტაძრის მყინვარი“) — მყინვარი ისლანდიაში. ფართობი 923 კმ², მოცულობა 208 კმ³.[1] მყინვარის უმაღლესი წერტილი განლაგებულია ზღვის დონიდან 1765 მ სიმაღლეზე.[2]ვატნაიეკუდლისა და ლაუნგიეკუდლის შემდეგ ფართობით კუნძულზე მესამე მყინვარია, გარდა ამისა, წარმოადგენს ისლანდიის უდიდეს აქტიურ ვულკანს. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ისლანდიის პლატოს დასავლეთ ნაწილსა და კედლინგარფედლის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მყინვარული გუმბათი სწორი ოვალური ფორმისაა, რომლის დიამეტრია თითქმის 40 კმ და ფარავს ფარისებრი ტიპის ვულკანს, რომელიც განლაგებულია ისლანდიის რიფტული ზონის პირაპირ; აქვს კალდერა, რომლის ზომებია დაახლოებით 7 x 11 კმ, აგრეთვე გააჩნია რიგი სხვა ვულკანური გამოსავლები. ფუმაროლური აქტივობა კონცენტრირებულია კომპლექსის შუა ნაწილში და ყველაზე უფრო ძლიერია კუნძულზე.[3] მყინვარიდან სათავეს ღებულობენ მდინარეები: თიოურსაუ, ბლანდა, ჰვიტაუ.