დრაუნგაიეკუდლი (ისლ.Drangajökull) — მყინვარი ისლანდიაში. წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მყინვარს. მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვესტფირდირის ტერიტორიაზე. მყინვარის ფართობი შეადგენს 160-200 კმ²,-ს, სიგრძე — ≈ 20 კმ-ს. გაწოლილია ჰორნსტრანდირის ნახევარკუნძულის ფუძეზე, რომელიც თავის მხრივ, ვესტფირდირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთურ განშტოებას შეადგენს და მისგან ისა-ფიორდითაა გამოყოფილი. მყინვარის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 925 მ სიმაღლეზე მდებარეობს.