თრაუნდარიეკუდლი (ისლ.Þrándarjökull) — მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, აუსტურლანდის რეგიონის ტერიტორიაზე. მყინვარის ფართობია 22 კმ², სიგრძე — ~ 5 კმ.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების ვულკანს. თრაუნდარიეკუდლის უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1236 მ სიმაღლეზეა. მყინვარის მდნარი წყალი კვებავს რამდენიმე მდინარეს. თრაუნდარიეკუდლიდან დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს ისლანდიის უდიდესი მყინვარი ვატნაიეკუდლი.