ეირიკსიეკუდლი (ისლ.Eiríksjökull) — მცირე მყინვარი ისლანდიაში. მოქცეულია ისლანდიის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ვესტურლანდის რეგიონის ტერიტორიაზე. სიახლოვეს მდებარეობს მყინვარი ლაუნგიეკუდლი, რომელიც გარს ახვევია ეირიკსიეკუდლს ჩრდილო (≈ 4 კმ მანძილზე) და აღმოსავლეთ (≈ 10 კმ) მხრიდან. ეირიკსიეკუდლის ფართობია 22 კმ², სიგრძე და სიგანე — ≈ 5 კმ.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების მაგიდა მთას, რომელიც ვულკანური ტუფითაა აგებული.[2] მთა წარმოიქმნა მაგმის ყინულქვეშა ამოფრქვევის შედეგად, ხოლო შემდგომ ამ ადგილზე წარმოიქმნა გამყარებული ლავის მძლავრი ფარი.[3] მყინვარის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1675 მ სიმაღლეზეა.[1]