ბუნებრივი აირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუნებრივი გაზი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაზი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბუნებრივი აირის მოპოვება ქვენების მიხედვით, კუბური მეტრი წელიწადში

ბუნებრივი აირი (ბუნებრივი გაზი) — აირთა ნაზავი, წარმოქმნილი დედამიწის წიაღში ორგანულ ნივთიერებათა ანაერობული დაშლის შედეგად. განეკუთვნება სასარგებლო წიაღისეულთა რიგს. ხშირად თანმხლები გაზია ნავთობის რეწვისას.

ქიმიური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი აირი შედგება[1] :

გაზის გარდაქმნის ტექნოლოგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი გაზის საბურღი მოწყობილობა ტეხასში

თხევადი გაზის (LNG) წარმოების ტექნოლოგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხევადი გაზის გამოყენება 50 წლიან ისტორიას ითვლის. იგი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება აშშ-ში, იაპონიასა და საფრანგეთში, უკანასკნელ პერიოდში კი ევროპაშიც.

ამჟამად თხევადი გაზით ვაჭრობას უკავია მთლიანი საერთაშორისო გაზის ბაზრის დაახლოებით 22%. 2010 წლისათვის მოსალოდნელია მისი მოხმარების გაორმაგება 220-270 მლრდ მ3/წ-მდე, რასაც ხელს უწყობს თხევადი გაზისა და ბუნებრივი აირის მილსადენებით მიწოდების ფასების გათანაბრების ტენდენციაც.

თხევადი გაზი უფერული, არატოქსიკური და არაკანცერიგენური ნივთიერებაა, ოდორიზების გარეშე. მისი გათხევადების დროს ხდება მოცულობის 600-ჯერ შემცირება.

გაზის გათხევადების ტექნოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს მილსადენებით დაუფარავი რეგიონებისათვის ენერგიის მიწოდებას.

თხევადი გაზი მიიღება ბუნებრივი გაზის დაბალ ტემპერატურამდე, გათხევადების სტადიამდე გაცივების შედეგად (-162 გრადუსი).

თხევადი გაზი შეიძლება შენახულ იქნეს კრიოგენურ რეზერვუარში და განაწილდეს სპეციალური საავტომობილო, სარკინიგზო ან საზღვაო კონტეინერების საშუალებით. მისი ტრანსპორტირება ხორციელდება: თხევადი გაზის საავტომობილო ცისტერნებით; თხევადი გაზის სარკინიგზო ცისტერნებით; სტანტარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) კონტეინერებით; ავტომობილების თხევადი გაზის ავზებით; თხევადი გაზის საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით.

დაჭირხნილი (კომპრესირებული) ბუნებრივი გაზის (CNG) წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჭირხნილი (კომპრესირებული) ბუნებრივი გაზი (CNG) ძირითადად გამოიყენება ავტომობილებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს საწვავზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. composition of natural gas. Naturalgas.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2012-07-14.