სამანიშვილის დედინაცვალი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამანიშვილის დედინაცვალი
ჟანრი ტრაგიკომედია
დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი რეზო ჭეიშვილი
როლებში ვასილ კახნიაშვილი
იმედა კახიანი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ლომერ ახვლედიანი
იური სხირტლაძე
მონტაჟი ნელი ფარცვანია
მხატვარი ბორის ცხაკაია
ჯემალ კუხალაშვილი
ნაუმ ფურმანი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1977
ხანგრძლივობა 98 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ

სამანიშვილის დედინაცვალი — ქართული მხატვრული ფილმი, ტრაგიკომედია. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1977 წელს. კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია კინოს ჩვენება. ფილმი გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი — ელდარ შენგელაია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ-სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის — ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]