გიზო კაკაურიძე
იერსახე
| ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
9 მაისი, 1948 ბესიაური, სსსრ |
| საქმიანობა | მსახიობი |
ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძე (დ. 9 მაისი, 1948, სოფ. ბესიაური, ხონის რაიონი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1972-დან), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (2000).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1948 წლის 9 მაისს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან არის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. სახასიათო და ლირიკული როლების პარალელურად, კომედიურ როლებსაც თამაშობდა. აკეთებდა სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების პაროდიებს. 1996 წელს დააარსა ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრი.
2024 წლის 9 ივლისს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ გიზო კაკაურიძის ვარსკვლავი გაიხსნა.[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1984 — „აქედანა და შენამდე“ — გუგუშა
- 1977 — „სამანიშვილის დედინაცვალი“
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1988 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 2000 — ღირსების ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიზო კაკაურიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — გიზო კაკაურიძე
- გიზო კაკაურიძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- მესხიშვილის თეატრის დასი დაარქივებული 2023-05-15 საიტზე Wayback Machine.
- განიტვირთეთ გიზო კაკაურიძის იუმორით