შინაარსზე გადასვლა

ნოდარ ჩაჩანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1929
ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1998

ნოდარ ჩაჩანიძე (დ. 27 ოქტომბერი, 1929, ჭიათურა — გ. 1998) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979), ჭიათურის საპატიო მოქალაქე.

1954 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1955-1957 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1957 წლიდან ა. წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები. მათ შორის გამოირჩევა: საბა (გ. ხუხაშვილის „ცხოვრება კაცისა“), ხარიტონი (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კირილე, ოტია ქამუშაძე (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“), ჟამთაბერი (გ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), გოროდნიჩი (გოგოლის „რევიზორი“), ნოდარი (ა. ბელიაშვილის „შვიდკაცა“), გიორგი (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (კირილე), „ბათა ქექია“ (ბათა) და სხვა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 ოქტომბრის №572 ბრძანებულებით, თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნოდარ ჩაჩანიძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.[1]

ნოდარ ჩაჩანიძე გარდაიცვალა 1998 წელს. 2000 წლის 27 ოქტომბერს, მისი დაბადების დღეს, ჭიათურის თეატრის წინ, სკვერში, მსახიობის თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ბიუსტი დაიდგა მისი სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №572. 1997 წლის 13 ოქტომბერი
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. №11. გვ. 8