შინაარსზე გადასვლა

შოთა გაბელაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა გაბელაია (დ. 3 ივლისი, 1936, ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 19 ნოემბერი, 1979) — ქართველი მსახიობი. აფხაზეთის ასსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967).

დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა.

1962 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1962-1968 წლებში სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია 20 ფილმში. მათგან გამორჩეულია: ვალოდია ჯინჭარაძე („არაჩვეულებრივი გამოფენა“), არისტო („სამანიშვილის დედინაცვალი“), ქუჩაია („ყვარყვარე“), ბულია („გასეირნება თბილისში“) და სხვა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ესტრადაზეც. მისმა სატირულმა პროგრამამ „მხიარულ ტალღაზე“ მთელი საქართველო მოიარა და მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]