ვლადიმერ დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ დოლიძე
დაიბადა28 მარტი, 1908
ოზურგეთი
გარდაიცვალა19 თებერვალი, 1989
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი
საქმიანობა კინოოპერატორი, ხმის რეჟისორი, ამხმოვანებელი
მშობლიური ქალაქიოზურგეთი
ტიტული კინემატოგრაფიის დამსახურებული მოღვაწე

ვლადიმერ დოლიძე (დ. 28 მარტი, 1908, ოზურგეთი — გ. 19 თებერვალი, 1989) — ქართველი კინოოპერატორი, ხმის რეჟისორი, გამხმოვანებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1932–1937 წლებში მუშაობდა ხმის ჩამწერი საამქროს უფროსად თბილისის კინოსტუდიაში. 1937 წლიდან მუშაობდა ხმის ოპერატორად. მონაწილეობა აქვს მიღებული 80-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის შექმნაში. მინიჭებული აქვს კინემატოგრაფიის დამსახურებული მოღვაწის წოდება. არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ვეტერანი. დაჯილდოებულია: „სახელმწიფო პრემიით“ (1950) — ფილმისთვის „ჯურღაის ფარი“; მედლით სახელოვანი შრომისათვის; „სამამულო ომის II ხარისხის ორდენით“; მედლით დიდ სამამულო ომში გამარჯვების XX წლისთავის აღსანიშნავად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]