რიჩარდ როჯერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან როჯერსი, რიჩარდ)
ათასწლეულის თაღი, ლონდონი
ლოიდსის შენობა, ლონდონი

რიჩარდ ჯორჯ როჯერსი, ბარონი როჯერს რივერსაიდისა (დ. 23 ივლისი, 1933, ფლორენცია — გ. 18 დეკემბერი, 2021, ლონდონი)[1] — ბრიტანელი არქიტექტორი ცნობილი მოდერნისტული და ფუნქციონალისტური პროექტებით. დაიბადა ფლორენციაში, განათლება მიიღო ჯერ არქიტექტურის სკოლის არქიტექტურულ ასოციაციაში, ლონდონი, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში, რომელიც 1962 წელს დაამთავრა.

ლონდონში დაბრუნებისთანავე მან იელის თანაკურსელ ნორმან ფოსტერთან არქიტექტურულ პრაქტიკას მიჰყო ხელი; მეუღლეებთან ერთად მათ საერთო ფირმა „ტიმ 4“ (Team 4) ჩამოაყალიბეს. მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული პროექტებით მათ სწრაფად მოიხვეჭეს სახელი.

1967 წელს ჯგუფი გაიყო და როჯერსი შეუამხანაგდა რენცო პიანოს, მათ ერთობლივი პროექტით პომპიდუს ცენტრის კონკურსზე გაიმარჯვეს 1971 წელს. ეს შენობა დამფუძნებელი იყო როჯერსის დამახასიათებელი სტილისა, რომელშიც შენობის დამხამრე ატრიბუტები (წყალი, გათბობის მილები, კიბეები) ექსტერიერზეა გამოტანილი ინტერიერში სივრცის გამოსათავისუფლებლად. დღეს ეს შენობა პარიზის ღირსშესანიშნაობად ითვლება, თუმცა გახსნის დროს კრიტიკოსემბა ამგავარ უკუღმა სტილს “ბოველიზმი” (ინგ. Bowel - კუჭნაწლავი) შეარქვეს.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:

როჯერსი ათასწლეულის თაღის პროექტის ყველაზე აქტიური ლობისტი იყო და მას შემდეგ მისი რეპუტაცია საკმაოდ შეირყა. თუმცა კვლავაც მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს საერთაშორისო არქიტეტორად, თაღის შემდეგ ის ნაკლებ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

რამდენიმე წლის დამუშავების შემდეგ მისი „ნიუკასლი-თაინზე“ რეგენერაციის ამბიციური გეგმა უარყოფილ იქნა. როჯერსი პოლიტიკურად აქტიური ლეიბორისტია და 2000 წელს დაწერა ბრიტანეთის მთავრობის „ურბანული რენესანსის“ თეთრი ფურცელი. როჯერსი ამჟამად დიდი ლონდონის სამმართველოს არქიტექტურისა და ურბანიზმის პანელის თავმჯდომარეა.

მისი მეორე მეუღლე რუთ როჯერსი რივერ კაფეს თანამფლობელია და ასევე ავტორია იტალიური სამზარეულოს წიგნების პოპულარული სერიისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Richard Rogers, Architect Behind Landmark Pompidou Center, Dies at 88“. The New York Times. 18 December 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2021. ციტირების თარიღი: 19 December 2021.