შინაარსზე გადასვლა

პოლონეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონეზი (1888)
პოლონეზის ტიპური ტირმი
პოლონეზის რიტმი[1]

პოლონეზი (პოლ. polonez, chodzony; იტალ. polacca) — პოლონური ნელი ტემპის ცეკვა. მუსიკალური ზომა 3/4.

შეიქმნა XV საუკუნეში. თავდაპირველად ეს ცეკვა მხოლოდ საქორწილო ცეკვად ითვლებოდა, შემდეგ კი სადღესასწაულოდ იქცა. პოლონეთში პოლონეზი სასულიერო მუსიკაშიც გავრცელდა.

XVII საუკუნეში პოლონეზი ცნობილი გახდა მთელ ევროპაში. პოლონეზის მუსიკალურმა ფორმამ ჰპოვა ფართო გავრცელება. ის გვხვდება ბახის, ჰენდელის, მოცარტის, ბეთჰოვენის შემოქმედებაში. პეტრე ჩაიკოვსკიმ პოლონეზი გამოიყენა ოპერაში „ევგენი ონეგინი“.

  1. Blatter, Alfred (2007). Revisiting music theory: a guide to the practice, p.28. ISBN 0-415-97440-2.