ვალსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალსის გამოსახულება ფენაკისტისკოპზე.

ვალსი (ფრანგ. Valse, გერმ. Walzer) — წყვილთა (ქალ-ვაჟთა) სამეჯლისო ცეკვა. დაფუძნებულია წინსვლით მოძრაობასთან შერწყმულ ნარნარ ტრიალზე. მუსიკალური ზომა 3/4, იშვიათად 3/8, 6/8. წარმოიშვა სამხრეთ გერმანული, ავსტრიული, ჩეხური ხალხური ცეკვებიდან.

XIX საუკუნის ევროპის საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში გავრცელდა. ვალსი ძალზე პოპულარული ცეკვა და მუსიკალური ჟანრი გახდა. იოზეფ ლანერის, იოჰან შტრაუსისა (მამა) და იოჰან შტრაუსის (შვილი) შემოქმედების წყალობით. განსაკუთრებით განთქმულია ვენის ვალსი. ვალსები შექმნეს კარლ ვებერმა, ფრიდერიკ შოპენმა, ფერენც ლისტმა, რობერტ შუმანმა, იოჰანეს ბრამსმა, ედვარდ გრიგმა და სხვა. რუსული სიმდონიური მუსიკისათვის გამოიყენეს მ. გლინკამ, პ. ჩაიკოვსკიმ, ა. გლაზუროვმა. ს. პროკოფიევმა. ვალსის ჟანრი შეიძლება საფუძვლად დაედოს რომანსს, საოპერო არიას, სიმფონიას. ვალს ფართოდ იყენებენ ბალეტში, ოპერეტაში, დრამისა და კინოფილმებისათვის დაწერილ მუსიკაში.

იხილე აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: