პორტალი:მეცნიერება
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის ფუნქცია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაციაა. ამ პროცესში გამოიყენება გარკვეული სამეცნიერო მეთოდი, რომლის ობიექტია ბუნება, საზოგადოება, აბსტრაქტული ან სხვა ურთიერთობები. ეს ამავე დროს არის საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს საქმიანობას ახალი ცოდნის შეძენის, ბუნების კანონების დადგენის, აგრეთვე მათი შედეგების გააზრების მიმართულებით, რაც სამყაროს მეცნიერული სურათის საფუძველია. (...სრულად) |
რჩეული სტატია |
კვანტური მექანიკა (ტალღური მექანიკა) – ისეთი ფიზიკური სისტემების აღწერის მეთოდი-თეორია, რომელთა ქმედების განზომილების მქონე მახასიათებელი სიდიდეები პლანკის მუდმივის რიგისაა. როგორც წესი, ამ პირობას მიკრონაწილაკების (მოლეკულების, ატომების, ატომბირთვების, ელექტრონების, ნუკლონების და ა. შ.) მოძრაობა აკმაყოფილებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიური კვანტური თვისებები მაკროსკოპულ სისტემებსაც გააჩნია. კვანტური მექანიკა ცნებათა სისტემის და მისი ადეკვატური მათემატიკური აპარატის სინთეზია, რომელიც აუცილებელია და საკმარისი შესაბამისი ფიზიკური სისტემების და მათი მოძრაობის დამახასიათებელი ყველა დამზერადი სიდიდის აღწერისათვის. კვანტური მექანიკის კანონები ნივთიერების აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ამ კანონებით აიხსნა ატომების და ატომბირთვების აგებულება, გაირკვა ქიმიური ბმის ბუნება, გასაგები გახდა, თუ რა კანონზომიერება განსაზღვრავს ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტების განლაგებას. კვანტური მექანიკის კანონების აღმოჩენამ მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუცია განაპირობა. (...სრულად). |
რედ. |
რჩეული ბიოგრაფია |
სოკრატე (ბერძ. Σωκράτης) (დ. 4 ივნისი, ძვ. წ. 470 — გ. 7 მაისი, ძვ. წ. 399) — ძველი ბერძენი (ათენის) ფილოსოფოსი. სოკრატეს ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი. სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს. დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად. (...სრულად) |
რედ. |
იცოდით, რომ... |
|
რედ. |
რა შეგიძლიათ გააკეთოთ |
|
რედ. |
რჩეული ციტატა | ||||
| ||||
რედ. |
ახალი სტატიები |
რედ. |
თვის გამოსახულება | ||||
| ||||
რედ. |
დობილი პორტალები | ||||||||||||||||
რა არის პორტალი? | იხილეთ ყველა პორტალი თემატურ საძიებელში
| ||||||||||||||||
რედ. |