პაულინა ვეგა
პაულინა ვეგა | |
---|---|
ვეგა 2016 წელს | |
მშობლიური სახელი | Paulina Vega |
დაბადების სახელი | პაულინა ვეგა დიეპა |
დაბადების თარიღი |
15 იანვარი, 1993 ბარანკილია, ატლანტიკოს დეპარტამენტი, კოლუმბია |
მოქალაქეობა | კოლუმბია |
საქმიანობა | მოდელი, ტელეწამყვანი |
სიმაღლე | 175 სანტიმეტრი |
ჯილდოები |
მის ატლანტიკო 2013; მის კოლუმბია 2013; მის სამყარო 2014 |
პაულინა ვეგა დიეპა (ესპ. Paulina Vega Dieppa, დ. 15 იანვარი, 1993) — კოლუმბიელი მოდელი და ტელეწამყვანი. 2013 წელს ის გახდა მის კოლუმბია, 2014 წელს კი მოიპოვა მის სამყაროს ტიტული. ვეგა მეორე კოლუმბიელია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვეგა დაიბადა ბარანკილიაში, ატლანტიკოს დეპარტამენტში, კოლუმბიაში 1993 წლის 15 იანვარს კარდიოლოგ როდოლფო ვეგა ლამასა და ლაურა დიეპოს ოჯახში. მას შვიდი დედმამიშვილი ჰყავს.[1] ის კოლუმბიელი ტენორის, გასტონ ვეგასა და მის ატლანტიკო 1953-ის, ელვირა კასტილოს შვილიშვილია. მას ნათესაური კავშირი აქვს მის კოლუმბია 2014-თან, არიადნა გუტიერეზთან, რომელმაც მის სამყაროს 2015 წლის კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.[2][3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის კოლუმბია 2013
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვეგამ მონაწილეობა მის კოლუმბია 2013-ზე 2013 წლის 11 ნოემბერს კარტახენაში მიიღო. ღონისძიებაზე მოდელმა ატლანტიკოს დეპარტამენტი წარადგინა. კონკუსზე გამარჯვების შემდეგ ვეგას შესაძლებლობა მიეცა თავისი ქვეყანა მის სამყაროს 2014 წლის ღონისძიებაზე წარედგინა. პაულინა ვეგას გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ლუსია ალდანამ გადასცა. ვეგა მეთერთმეტე მის ატლანტიკო გახდა, რომელმაც ქვეყნის საერთო ჩემპიონატში გაიმარჯვა. ის ასევე არის მეორე კოლუმბიელი ლუს მარინა სულიაგას შემდეგ (მის სამყარო 1958), რომელმაც მის სამყაროში გაიმარჯვა.[4]
მის სამყარო 2014
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის სამყარო 2013-მა, ვენესუელის წარმომადგენელმა გაბრიელა ისლერმა პაულინა ვეგას გამარჯვებულის გვირგვინი 2015 წლის 25 იანვარს დაადგა დორალში, ფლორიდაში. კონკურსის ფარგლებში ვეგამ 87 მონაწილეს აჯობა. ის 56 წლის განმავლობაში მეორე კოლუმბიელია ლუს მარინა სულიაგას შემდეგ, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. მას ახალი, ჩეხური კომპანიის,Diamonds International Corporation-ის მიერ დამზადებული გვირგვინი გადასცეს. ვეგას ასევე გადასცეს საპრიზო თანხა, აპარტამენტი ნიუ-იორკში, სასაჩუქრე ჩანთა, სადაც განთავსებული იყო ცნობილი დიზაინერების ფეხსაცმელები, ნიუ-იორის ფილმების აკადემიის 100 000 დოლარიანი სტიპენდია და მსოფლიოს გარშემო სამოგზაურო ხელშეკრულება. მოგზაურობისას ვეგამ ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ხალხს მიაწოდა ინფორმაცია შიდსის შესახებ.[5]
თებერვლის დასაწყისში ვეგამ მონაწილეობა მიიღო Mercedes-Benz-ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მის ამერიკა 2014-თან და მის ახალგაზრდა ამერიკა 2014-თან ერთად.[6] 2015 წლის 20 თებერვალს ვეგა ეწვია ინდონეზიას ადგილობრივ სილამაზის კონკურსში ჟიურის როლი შეასრულა.[7] ის ასევე ესტუმრა ჯაკარტას და სურაბაიას.
მარტში ვეგა ფლორიდაში ჩავიდა მსოფლიოს გოლფის ჩემპიონატზე დასასწრებად. 13 მარტს, 2015 წელს ის შეუერთდა ნიუ-იორკის შტატის სენატორ ხოსე პერალტას ქალთა თვის აღსანიშნავად.[8] 19 მარტს მოდელი გაემგზავრა ნიცაში, საფრანგეთში, სადაც ის SAGA Cosmetics-მა მიიწვია.[9] 22 მარტს ვეგა წარსდგა კოსმოპროფის საერთაშორისო სილამაზის შოუზე ბოლონიაში, იტალიაში, ასევე იმოგზაურა მილანში. ევროპული ტურის შემდეგ ვეგა ტორონტოში გამართულ პანამერიკულ თამაშებს ეწვია.[10]
5 ივლისს, 2015 წელს ვეგა გაემგზავრა მაჩალაში, ეკვადორში და მონაწილეობა მიიღო „ფიესტას მაჩალას“ ღონისძიებაზე. მან მიიღო სერტიფიკატი მაიორ კარლოს ფარკეს აგილერასგან და ქალაქი მაჩალა მოინახულა. მოგზაურობისას ის ასევე შეხვდა მაიორ ჯეიმი ნებოტს. 27 ივნისს, 2015 წელს მოდელი გაემგზავრა ალმათაში, ყაზახეთში, სადაც ის დაესწრო VII საოპერო ბალს და ღონისტრიების მაგისტრის მოვალეობა შეასრულა.[11]
2015 წლის 11 ოქტომბერს, ვეგა ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ ესპანური დღის აღლუმს მეხუთე ავენიუზე, ნიუ-იორკში.[12] 14-დან 17 ოქტომბრამდე მოდელი კოლუმბიაში იმყოფებოდა. იმყოფებოდა მედელინსა და პერეირაში. 2015 წლის 23 ოქტომბერს, ვეგა დაესწრო ობოლ ბავშვთა საქველმოქმედო გალას ნიუ-იორკში, 55-ე უოლ-სტრიტზე.[13]
2015 წლის 3 ნოემბერს ვეგა დაესწრო შიდსით დაავადებულთა საქველმოქმედო ღონისძიებაზე ნიუ-იორკის ცენტრში. 2015 წლის 16 ნოემბერს პაულინა ვეგა იმყოფებოდა მის კოლუმბია 2015-ის შესარჩევ კონკურსზე კატარხენაში, კოლუმბიაში.[14]
2015 წლის 8 დეკემბერს პაულინა ვეგამ დახვედრის ღონისძიება მოუწყო მის სამყაროს მონაწილეებს ლას-ვეგასში, ნევადაში.[15] 10 დეკემბერს ვეგამ და მის სამყარო 2015-ის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ ეროვნულ სასაჩუქრე აუქციონზე ლას ვეგასში.[16] 2015 წლის 20 დეკემბერს ვეგამ გვირგვინით შეამკო ახალი მის სამყარო, ფილიპინების წარმომადგენელი პია ვურტცბახი ნევადას შტატში, ლას-ვეგასში.[17]
მის სამყარო 2014-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, პაულინა ვეგამ, როგორც მის სამყარომ მოინახულა შემდეგი ქვეყნები: ბაჰამის კუნძულები,კანადა, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, ყაზახეთი[18] ეკვადორი, საფრანგეთი, ინდოეთი, ინდონეზია და იტალია. მან ასევე მოინახულა ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ზოგიერთი ქალაქი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაულინა ვეგას ოფიციალური ვებ-გვერდი
- მის კოლუმბიას ოფიციალური ვებ-გვერდი (ესპანურად)
- ვეგას პროფილი მის სამყაროს ვებ-გვერდზე დაარქივებული 2017-01-26 საიტზე Wayback Machine.
- პაულინა ვეგა Instagram-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Paulina Vega wins Miss Universe - here's why Colombian pageants are controversial“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-29.
- ↑ „Miss Colombia Paulina Vega crowned Miss Universe 2015“. Chicago Tribune (ინგლისური). 26 January 2015. ციტირების თარიღი: 2018-07-29.
- ↑ Miss Colombia 2014 Ariadna Gutierrez Says She Feels 'Perfect' Despite Comments She's Overweight, Is Preparing for Miss Universe 2015 (3 February 2015). ციტირების თარიღი: 21 December 2015
- ↑ Associated Press (January 25, 2015). „Miss Colombia“. Los Angeles Times.
- ↑ Miss Universe 2014: Media Tour in America. missuniverse.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-19. ციტირების თარიღი: 2021-02-24. Retrieved January 2015
- ↑ Miss Universe 2014: NY Fashion Week 2015. beautypageants.indiatimes.com. Retrieved February 2015
- ↑ Miss Universe Paulina Vega was captivated by Indonesia. Pageants News. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 20, 2015. ციტირების თარიღი: February 21, 2015
- ↑ Miss Universe 2014: Paulina joins Senator Jose Peralta. www.missuniversenews.wordpress.com. ციტირების თარიღი: March 13, 2015
- ↑ Miss Universe 2014: Paulina visits France for SAGA Cosmetics. www.sagacosmetics.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 21, 2015. ციტირების თარიღი: March 6, 2015
- ↑ Miss Universe 2014: Paulina visits Canada. missuniversecanada.com. Retrieved March 2015
- ↑ Miss Universe 2014 Paulina Vega will visit Kazakhstan. pageantsnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 23, 2015. ციტირების თარიღი: April 12, 2015
- ↑ „Hispanic Day Parade highlights Heritage Month“. New York Daily News. ციტირების თარიღი: October 11, 2015.
- ↑ "Miss Universe 2014, Paulina Vega attends the 11th Annual Orphaned Starfish Foundation Gala". getty images.com. ციტირების თარიღი: October 24, 2015[მკვდარი ბმული]
- ↑ Paulina Vega sera presentadora en la elección de señorita Colombia. ციტირების თარიღი: November 16, 2015
- ↑ "MU2015: Welcome Event at Planet Hollywood". global beauties. ციტირების თარიღი: December 9, 2015[მკვდარი ბმული]
- ↑ National Gift Auction Miss Universe. miss universe. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2015. ციტირების თარიღი: December 13, 2015
- ↑ "Miss Universe2015". pageants news. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2015. ციტირების თარიღი: November 9, 2015
- ↑ Tugelbayeva, Aizhan. (14 August 2015) Paulina Vega tells about her trip to Kazakhstan in June. ციტირების თარიღი: 25 May 2017