შინაარსზე გადასვლა

მაჩალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მაჩალა
Machala
დროშა გერბი

ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
პროვინცია ელ-ორო
კანტონი მაჩალა
კოორდინატები 3°16′00″ ს. გ. 79°58′00″ დ. გ. / 3.26667° ს. გ. 79.96667° დ. გ. / -3.26667; -79.96667
ქალაქის მერი კარლოს ფალკეს ბატალიასი
დაარსდა 1573
ფართობი 207,09 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6
მოსახლეობა 241 606 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი (+593) 7
საფოსტო ინდექსი EC070150
ოფიციალური საიტი machala.gob.ec
მაჩალა — ეკვადორი
მაჩალა

მაჩალა (ესპ. Machala) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ეკვადორში, ელ-ოროს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს გუაიაკილის ყურესთან, ნაყოფიერ დაბლობზე. 241 606 მცხოვრებით, წარმოადგენს ეკვადორის მეხუთე უდიდეს ქალაქს და მეორე უდიდეს ნავსადგურს, რომელსაც ხშირად ბანანების მსოფლიო დედაქალაქს უწოდებენ.[1]

მაჩალა რეგიონის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის კომერციული ცენტრია. განსაკუთრებით დიდია ბანანის, ყავისა და კაკაოს ვაჭრობა. განსაკუთრებით დიდია ექსპორტზე ორიენტირებული ბანანების ინდუსტრია, რაც ქალაქის ეკონომიკაში უზარმაზარ როლს თამაშობს. პუერტო-ბოლოვარის პორტიდან ბანანების ექსპორტი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში ხდება. ქალაქი გუაიაკილის სიახლოვეს მდებარეობა, მაჩალას მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციებსაც ანიჭებს. ბევრი მგზავრი, რომელიც სამხრეთით, პერუსკენ ან ჩრდილოეთით, გუაიაკილისაკენ მიემართება, სწორედ მაჩალას გაივლის.

მაჩალის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს დიდი კათოლიკური ეკლესია. ცენტრში მრავალი სასტუმროა. კლიმატი ნახევრად უდაბნოს ზონისაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]