იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი ოძრხეა.
ოძრხის საერისთავო — ქართლის ანუ იბერიის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. განაგებდა მეფის მოხელე ერისთავი, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნის I ნახევრიდან ოძრხეში იჯდა.[1] ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით იგი, იბერიის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ დაწესებული 8 საერისთავოსა და 1 სასპასპეტოსაგან ერთ-ერთია.[2] ტერიტორიულად მოიცავდა სამცხისა და აჭარის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს.[1]ლეონტი მროველის„ცხოვრება ქართველთა მეფეთაში“ მისი დაარსება შემდეგნაირად არის აღწერილი:
ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ოძრხის საერისთავოს განაგებდნენ ბივრიტიანები.[4]
თავად ქალაქი ოძრხე წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ თანახმად ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს, ქართლოსის შვილ ოძრხოსს დაუარსებია.[1]