განხილვა:ოძრხის საერისთავო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსე-ში ამ დასახელების სტატია არ არსებობს. არის სტატია ოძრხე. საერთოდ, ამ მომხმარებლის მუშაობის სტილი ძალზე წააგავს იმას რასაც აქ ორიგინალურ კვლევას უწოდებენ. - OTOGI Messages 19:35, 25 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

თუ აქ აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება მაგ სტატიაში, ნამდვილად ორიგინალური კვლევაა. --ჯაბა 1977 05:40, 26 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
არ დასტურდება ნამდვილად. ქსე-ში არის სტატია ციხე-ქალაქ ოძრხეზე (გვ. 625, დ. ბერძენიშვილი), ოძრხის საერისთავოზე არაფერია ნათქვამი. @IrakliGuna: ეგებ სტატიის შემქმნელმა დაწეროს რაიმე. - OTOGI Messages 06:10, 26 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაშინ მომხრე ვარ წაიშალოს, თუ ავტორიც თავს შეიკავებს და რამე რეალურ წყაროს არ დაამატებს.--ჯაბა 1977 09:14, 26 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მეგონა საყოველთაოდ ცნობილი ცნობები მეწერა სტატიაში, თუმცა რაკი ასე ითხოვთ ყოველი ფაქტის დასაბუთებას, თუმცა არც ეს არის პრობლემა. ვფიქრობ ახლა მაინც თითოეულ ფაქტზე მითითებულია წყარო. მაგალითად ქსე-ში წერია რომ ერისთავის რეზიდენცია იყო ქალაქ ოძრხეში, რომ იგი ერთ-ერთი უძველესი იყო. ყველაფერი მითითებულია ვფიქრობ ახლა და თუ რაიმე მაინც არასწორად არის, თხოვნა იქნება უბრალოდ კონკრეტულად დაასახელოთ, რადგან ჩემით მოფიქრებულს არაფერს ვწერ, უბრალოდ ზოგჯერ შეიძლება გამომრჩეს ისეთ ცნობებზე სქოლიოში მითითება, რომლებიც ცნობილად მიმაჩნია. --წვლილი Irakli Gunashvili განხილვა 19:42, 26 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში წერია, რომ არსებობდა ციხე-ქალაქი ოძრხე რომელზეც ვიკიპედიაში არსებობს კიდეც სტატია, მაგრამ არსად არაა ნახსენები, რომ იყო ოძრხის საერისთავო. აქედან გამომდინარე ეს სტატია წასაშლელია--დათო1010 19:57, 26 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ქსე არ არის ისტორიაზე ორიენტირებული ენციკლოპედია, ბევრი რამ არ წერია, ბევრი სტატია არ არსებობს. ნუთუ ამის გამო არ უნდა არსებობდეს ეს სტატია?. ეს ხომ აბსურდია
ციხე-ქალაქი შევცვალე უძველესი ქალაქით როგორც წერია კიდეც ეს ქსე-ში.
ოძრხის საერისთავო იმ მცირე და შეკვეცილ სტატიაში არ არის ამ სახელით მოხსენიებული. წერია აჭარის და სამცხის საერისთავო და ამით უბრალოდ ლაკონიურად არის მითითებული თუ რა ტერიტორიას მოიცავდა იგი.
გადახედეთ სტატიას ფარნავაზ I. აქაც და ყველგან სადაც ფარნავაზის მიერ გატარებულ ადმინისტრაციულ რეფორმაზეა საუბარი ჩამონათვალში არის ოძრხის საერისთავოც.
--წვლილი Irakli Gunashvili განხილვა 11:14, 27 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

@IrakliGuna: საქმე იმაშია, რომ თქვენ ქსე დაიმოწმეთ იმ სტატიაში, რომელიც ამავე დასახელების ენციკლოპედიაში არ მოიპოვება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მომხარებელთა შეცდომაში შეყვანა, რადგან თქვენ ფაქტობრივად მიუთითეთ ცრუ ლიტერატურა, გარდა ამისა, დაიმოწმეთ ავტორი, რომელსაც დასახელებული სტატია არ ეკუთვნის ქსე-ში. ეს ყოველივე ვიკიპედიის წესების საწინააღმდეგოა და გავიმეორებ, მკითხველი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მითითებულ ტომსა და გვერდზე რა უნდა ეხილა მომხარებელს ? როდესაც იქ მსგავსი არაფერი წერია ? სათაურიც კი ?. მომავალში გაითვალისწინეთ. - OTOGI Messages 13:35, 27 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ყოველივე გასაგებია, თუმცა ერთ რამეს კი მაინც ვერ მივმხვდარვარ. ლიტერატურის მითითება ხომ არ ნიშნავს რომ ტექსტი სიტყვა-სიტყვით არის გადმოწერილი?! ხომ შეიძლება მხოლოდ ფრაგმენტები იყოს ამოღებული. ლიტერატურა :მივუთითე მხოლოდ იმისთვის რომ გარკვეული ცნობები რომლებიც ქსე-ს სტატია „ოძრხე“-შიც ეწერა, წყაროდ მიმეთითებინა ამ სტატიაში სქოლიოს მეშვეობით.
ავტორი კი მგონი არ შემშლია, ფრჩხილებში რაც წერია იმ სტატიის ავტორი, ბერძენიშვილია.
თუმცა მაინც ამოვიღებ ლიტერატურას, სქოლიო მგონი წესების დაცვით უთითებს წყაროს --წვლილი Irakli Gunashvili განხილვა 17:56, 27 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ ამ სახით სტატია უკვე უნდა დარჩეს. --ჯაბა 1977 19:01, 27 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]