ჯუანშერ ჯუანშერიანი
იერსახე
ჯუანშერ ჯუანშერიანი, ჯუანშერი — ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით — „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“ და, შესაძლოა „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“.
ჯუანშერის მოღვაწეობის ხანად, ტრადიციულად, მიჩნეული იყო XI საუკუნე, მაგრამ უახლოესი გამოკვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი[1].
იყო შეხედულებაც, რომ ჯუანშერის სახელით ცნობილი საისტორიო თხზულება მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს ისტორიკოს ლეონტი მროველს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 578.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003