ოლეგ სკრიპკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლეგ სკრიპკა

ოლეგ სკრიპკა ფესტივალზე 2018 წლის 4 აგვისტოს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ოლეგ სკრიპკა
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1964 (1964-05-24) (59 წლის)
დაბ. ადგილი სოვეტაბადი, სოღდის ოლქი, ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
წარმოშობა უკრაინის დროშა უკრაინა
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა, ხალხური მუსიკა, როკ-ენ-როლი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, აკორდეონი, საყვირი
აქტიური 1986-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Країна Мрій
საიტი skrypka.com.ua
ოლეგ სკრიპკა ვიკისაწყობში

ოლეგ იურის ძე სკრიპკა (უკრ. Оле́г Ю́рійович Скри́пка დ. 24 მაისი, 1964, სოვეტააბი, სოღდის ოლქი, ტაჯიკეთის სსრ) — უკრაინელი როკ-მუსიკოსი, მულტიინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი, კომპოზიტორი, ჯგუფ „ვოპლი ვიდოპლიასოვას" („BB“) ლიდერი.

ოლეგ სკრიპკა ვიტებსკში „სლავიანსკი ბაზარზე“

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლეგ სკრიპკა დაიბადა ქალაქ სოვეტაბადში (ახლანდელი გაფუროვი სოღდის ოლქი, ტაჯიკეთი) უკრაინელი ემიგრანტების ოჯახში. ოლეგის მამა — იური სკრიპკა — ექიმი-რადიოლოგი იყო, პოლტავის რეგიონის სოფელ ჰილციდან. კიევის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა ტაჯიკეთში, სადაც 10 წელი იმუშავა ჩრდილოეთ ტაჯიკეთის მთავარ რადიოლოგად, შემდეგ ხელმძღვანელობდა სანეპიდსადგურის რადიოლოგიურ განყოფილებას. დედა — მასწავლებელი კურსკის რაიონის პატარა სოფლიდან. სწორედ დედამ ასწავლა ოლეგს პირველად ხელოვნება: ვოკალი, ცეკვა, ლექსების კითხვა.

დიმიტრი ბორისოვი და ოლეგ სკრიპკა რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში (2006 წლის იანვარი).

სკოლაში ოლეგი წარჩინებული მოსწავლე იყო. განსაკუთრებით ადვილად ზუსტ მეცნიერებებს ითვისებდა (ფიზიკა, მათემატიკა). მეცხრე კლასიდან ჩაირიცხა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1986 წელს დაამთავრა კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიოინჟინერიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი „BB“. 1987 წ. „BB“ გახდა კიევის როკ კლუბის წევრი, მოიპოვა პირველი პრემია კიევის როკ-ფესტივალზე „როკ-პარადი“ და გამოუშვა თავისი ჰიტი — „ცეკვები“.

1990 წელს ჯგუფ ტურნე ჰქონდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში, რომლის დროსაც საფრანგეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გაზეთმა „მონდი“ გამოაქვეყნა სტატია „BB“-ს შესახებ.

1991 წელს სკრიპკა, ჯერ კიდევ საბჭოთა ინჟინერი, და მისი ჯგუფი მოხვდნენ საფრანგეთში სსრკ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის პროგრამით, მაშინდელი ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსის არტემ ტროიცკის შეწევნით. 1991-1996 წლებში ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ და დადიოდნენ ქვეყანაში გასტროლებზე. მათი პირველი დისკებიც იქ გამოჩნდა. ეს იყო ცოცხალი შესრულების ჩანაწერები: „Або або“ (1991) და „Закустика“ (1993).

რაც უფრო დიდხანს იმყოფებოდა სკრიპკა საზღვარგარეთ, მით უფრო ენატრებოდა სამშობლო. მისი თქმით, სწორედ საფრანგეთში გახდა უკრაინელი. იქ ჩავიდა, როგორც რუსულენოვანი, აპოლიტიკური როკერი, 90-იანი წლების შუა ხანებში მხოლოდ უკრაინულად ლაპარაკობდა.[1]

1996 წელს სკრიპკა დაბრუნდა კიევში და მას შემდეგ აქტიურად გამოდიოდა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვს. 2000 წელს „BB“ გამოვიდა რიგაში, ლონდონში, გამართა კონცერტი მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეში, შემდეგ — ტური ციმბირის ქალაქებში. 2002 წლის იანვარში — ტური ისრაელსა და პორტუგალიაში, იმავე წლის თებერვალში — რამდენიმე კონცერტი ნიუ-იორკში, 2003 წ — წარმოდგენა ტორონტოში.

ოლეგ სკრიპკა კონცერტზე დნიპროში, 2017 წლის 27 თებერვალს

2004 წელს სკრიპკა გახდა საერთაშორისო ეთნოფესტივალის „Країна Мрій“ („საოცნებო ქვეყანა“) ერთ-ერთი ინიციატორი, დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ფესტივალმა თავისი ისტორია დაიწყო ამავე სახელწოდების სიმღერისა და „BB"-ს ალბომის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ.

2007 წელს ოლეგმა მონაწილეობა მიიღო და მოიპოვა საპატიო მეორე ადგილი 1+1 ტელეარხის პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები-2“.[2]

2010 წლის სექტემბრიდან „ჩვენი რადიოს“ ეთნომუსიკის შესახებ გადაცემა — „ჩვენი საღამოების“ წამყვანი იყო, რომელიც ყოველ პარასკევს საღამოს 21-დან 22 საათამდე გადიოდა.[3] [4] 2012 წელს გახდა მწვრთნელი ტალანტების შოუში — „ქვეყნის ხმა. ახალი ისტორია" არხზე 1+1. შემდეგ კი პროექტში „ვოისი. ბავშვები“, რომელიც განკუთვნილია 6-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის „მოზარდების“ სცენაზე.

2016 წლიდან — გადაცემა „Dreamland“-ის წამყვანი რადიო Country FM-ზე.

ოლეგ სკრიპკა გადაღებულია მხატვრულ ფილმებსა და სერიალებში. ამასთანავე, ახმოვანებს მულტიპლიკაციურ ფილმებს.

Სოციალური აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლიდან Dreamland-ის ეგიდით ოლეგ სკრიპკა სხვადასხვა საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობაშია ჩართული. ამავე დროს, ის გახდა თანამედროვე უკრაინული როკ-მუსიკის კიდევ ერთი ფესტივალის დამფუძნებელი — „როკ სიჩი“. ფესტივალის მთავარი მიზანია — ეროვნული როკ-კულტურის მხარდაჭერა. ეს არის პირველი და ერთადერთი მეტროპოლიტენ-ფესტივალი, სადაც უკრაინული როკ-მუსიკა ერთდროულად სამი სცენიდან უკრავს („როკ-სიჩმა“ ეკო-ფესტივალის სტატუსი 2010 წელს შეიძინა. ხოლო 2013 წლიდან ფესტივალმა მოიპოვა საერთაშორისო სტატუსი — გახდა უკრაინულ-შვედური).

2008 წელს უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ წარადგინა სკრიპკა შევჩენკოს პრემიაზე, როგორც „ეთნიკური ფესტივალის „Dreamland“ დირექტორი.

2013 წელს მან ჩაატარა ფესტივალი — მონმარტრი წმინდა ანდრიას დაღმართზე.[5] ოლეგ სკრიპკა პირადად ატარებს უამრავ მხატვრულ საქველმოქმედო პროექტს ბავშვთა კარდიოლოგიის ცენტრის მხარდასაჭერად. როგორიცაა, მაგ.: „დიდი ფრანგული საღამოები“ და დიდი საბავშვო კარნავალები.

2017 წლის 22 იანვარს, „1919 წლის 22 იანვარის უკრაინის გაერთიანების აქტის“ 98 წლისთავის აღსანიშნავად, გაიხსნა ძეგლი უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანების აქტის საპატივცემულოდ. სკრიპკამ შეასრულა სიმღერა „We Were Born“.[6]

პოლიტიკური პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო ნარინჯისფერი რევოლუციის მონაწილე, სადაც გამოდიოდა სვიატოსლავ ვაკარჩუკთან და რუსლანასთან ერთად ვიქტორ იუშჩენკოს მხარდასაჭერად. მომხრეა დონბასის ომის. 2016 წელს ჯგუფ „BB“-სთან ერთად გამოდიოდა დებალცევოში, მარინკაში, კოსტიანტინივკასა და სელიდოვოში. ყოველმხრივ უჭერს მხარს „დნიპრო-1“-ის პოლკის მებრძოლებს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცოლი — ფრანგი მარი რიბო. ერთმანეთი გაიცნეს 1990-იანი წლების დასაწყისში, სკრიპკას პარიზში ჩასვლის შემდეგ. შვიდი წელი იცხოვრეს ერთად.

უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, ოლეგი შეხვდა ნატალია სიდს, რომელზეც დაქორწინდა. ამ ქორწინებაში შეეძინათ ოთხი შვილი: ვაჟები — რომანი (დ. 2005) და უსტიმი (დ. 2008) და ქალიშვილები — ოლესია (დ. 2010) და ზორიანა (დ. 2012).

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — „Інколи“
  • 2004 — „Відрада“
  • 2009 — „Серце у мене вразливе“
  • 2010 — „Щедрик“ (სინგლი)
  • 2011 — „Жоржина“
  • 2011 — „Гуманісти“ (ლეს პოდერვიანსკისთან ერთად)
  • 2016 — „Україна“ (სინგლი)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — „საღამოები დიკანკას მახლობლად ფერმაში“ (მჭედელი ვაკულა)
  • 2002 — „კონკია" (ტრუბადური)
  • 2006 — „ტერკელი და ალეპო“ (მ/ფ)
  • 2006 — „კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს" (კარლსონი)
  • 2007 — „მწველავი ხაცაპეტოვკიდან“ (სერიალი — ეპიზოდური როლი)
  • 2008 — „რადიოს დღე“ (ეპიზოდური როლი)
  • 2008 — „ალისას დაბადების დღე“ (პროფესორი სელეზნიოვი)
  • 2013 — „ჩემო ქალთევზა, ჩემო ლორელაი“. (მილიციელი)
  • 2021 — „მარტორქა“ (კამეო)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Впервые французская жена Олега Скрипки расскажет подробности совместной жизни“. novy.tv (російською). 15 грудня 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-22. ციტირების თარიღი: 3 квітня 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Жулинський голосує за Олега Скрипку // «Газета по-українськи», № 358, 27 квітня 2007. ციტირების თარიღი: 15 грудня 2013.
  3. https://detector.media/withoutsection/article/55642/2010-09-08-olga-gerasimyuk-stala-veduchoyu-nashogo-radio/ | Ольга Герасим'юк стала ведучою «Нашого радіо»
  4. https://www.youtube.com/watch?v=cbuIqLcz_uk | Рекламный ролик Наше Радио
  5. „Україно-французький фестиваль відбудеться на День Києва“. vsiknygy.net.ua. 2013-05-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 лютого 2022. ციტირების თარიღი: 2021-02-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  6. „У 98-МУ РІЧНИЦЮ СОБОРНОСТІ УКРАЇНИ В ДНІПРІ ВІДКРИЛИ ПАМ’ЯТНИЙ ХРЕСТ НА ЧЕСТЬ АКТА ЗЛУКИ“. dniprorada.gov.ua. 2017-01-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 січня 2019. ციტირების თარიღი: 2021-02-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)